სკანდალი გრძელდება: კევინ სპეისს სექსუალურ შევიწორებაში ნორვეგიის პრინცესას ქმარი ადანაშაულებს
ეს საინტერესოა - 14:59, 09 Dec, 2017     4482
ჰოლივუდის ვარსკვლავის, მსახიობ კევინ სპეისის გარშემო ატეხილი სექსუალური ხასიათის სკანდალი კვლავ გრძელდება.


ამჯერად, სექსუალურ შევიწროებაში მსახიობს ნორვეგიის სამეფო ოჯახის ყოფილი წევრი, ნორვეგიის მეფის ყოფილი სიძე, არი ბენი ადანაშაულებს.

ნორვეგიის პრინცესას ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ ინციდენტი 2007 წელს მოხდა, როდესაც სპეისი ნობელის პრემიის ღონისძიებას მასპინძლობდა.

„ჩვენ ვსაუბრობდით, ის ჩემ გვერდით იჯდა. ხუთი წუთის შემდეგ მითხრა, მოსაწევად გარეთ გავსულიყავით და ამ დროს, მაგიდის ქვეშ ხელი შეყო და გენიტალიებზე მომიჭირა“ - ამბობს ბენი.

მისი თქმით, მან შეძლო მსახიობისგან თავი მხოლოდ სიტყვებით დაეღწია.

„იქნებ მოგვიანებით, ვუპასუხე მე. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა თმებში ჭაღარა, ათი წლით ახალგაზრდა ვიტავი და ზუსტად ვჯდებოდი მის გემოვნებაში“ - აცხადებს ნორვეგიის მეფის ყოფლი სიძე.

არი ები ნორვეგიის პრინცესას მარტე-ლუიზას გასულ წელს გაშორდა.

შეგახსენებთ, ორგზის ოსკაროსანი კევინ სპეისის სკანდალი 30 ოქტომბერს დაიწყო, როცა მსახიობმა ენტონი რეპმა განაცხადა, რომ სპეისის მხრიდან მის მიმართ 30 წლის წინ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი, რეპი მაშინ არასრულწლოვანი იყო. ორგზის ოსკაროსანმა მსახიობმა აღნიშნულზე განცხადება გააკეთა, რეპს მოუბოდიშა და მომხდარი „სავარუდოდ მთვრალი კაცის ქცევას“ დააბრალა, ასევე აღიარა, რომ გეია. რამდენიმე დღეში სპეისის წინააღმდეგ კიდევ ორმა იმავე შინაარსის ბრალდებამ გაიჟღერა. შემდეგ კი ამ ბრალდებებს რვა ადამიანის განცხადება დაემატა, House of Cards-ის სამუშაო ჯგუფის 8 წევრი მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.

ნოემბერში კი ლონდონის თეატრმა, სადაც კევინი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, 20 თანამშრომლის ბრალდება გააჟღერა. 20-ივე სპეისს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიანმა სააგენტომ CAA-მ მსახიობ კევინ სპეისის კონტრაქტი შეუწყვიტა. ასევე, ონლაინ სასწავლო კურსების კომპანია MasterClass-მა მას სალექციო კურსი შეუჩერა, რომლის საშუალებითაც სპეისი სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა. კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის მსახიობს აღარ გადაეცემა ემის საპატიო ჯილდოც. კევინ სპეისის გარეშე გამოვა House of Cards-ის ფინალური სეზონიც. მეექვსე სეზონის პოსტერიდან სპეისის ფოტო წაშალეს. კევინ სპეისის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო, Netfilx-ის გადაწყვეტილებით, სერიალი აღარ გაგრძელდება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ რეჟისორ რიდლის სკოტის უკვე გადაღებული ფილმიდან - „მთელი მსოფლიოს ფული“ (All the Money in the World), კევინ სპეისის მიერ შესრულებულ ყველა სცენას ამოჭრიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42