დოკუმენტში წერია, რომ ნაციონალური პოლიციის საგამოძიებო განყოფილებამ 8 დეკემბერს მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ სააკაშვილი შესაძლოა, ატრადნომის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა.
"აღნიშნულ მისამართზე ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობა არის გადაუდებელი და უკავშირდება სამართლებრივ დევნას პირის, რომელიც დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი"- წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს პროკურორი გავარუშჩაკოვი აწერს.
დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ სხვა საგამოძიებო ქმედებების ჩატარება შეუძლებელია „საგნების, დოკუმენტების და ინფორმაციის ელექტრონული მატარებლების განადგურების, შეცვლის ან დამახინჯების რისკის და ეჭვმიტანილი სააკაშვილის გამოძიებისგან თავის არიდების რისკის გამო“.


მიხეილ სააკაშვილი მეორედ გუშინ, ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დაკავების პირველი მცდელობის დროს განვითარებული მოვლენების გამო პროკურატურამ კიდევ უფრო მკაცრი ზომები მოითხოვოს.
მასალის გამოყენების პირობები






