როგორც გამოცემა წერს, საქმეში უშიშროების ორი აგენტი - "მგელი" და "კურდღელი" მონაწილეობდა (საბჭოური მულტფილმის "Ну погоди"-ს პერსონჟები). ამ ორი აგენტიდან ერთი იმყოფებოდა კიევში და დანღაძეს ეკონტაქტებოდა, ხოლო მეორე - მოსკოვში და პირველი აგენტისა და სააკაშვილის ვითომ კურჩნკოსთან კონტაქტებს უზრუნველყოფდა. სწორედ ეს მეორე, რუსეთში მყოფი აგენტი წარმოადგენს მთავარ დამამტკიცებელ ფაქტორს სააკაშვილისა და კურჩენკოს ეგრეთწოდებული "კავშირების" საქმეში.
ლუცენკოს მიერ აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის უშიშროებამ მოსკოველ აგენტს სამშობლოში დაბრუნება უბრძანა, რაზედაც უარი მიიღო. უკრაინის უშიშროების სამსახური ამჟამად არ გამორიცხავს, რომ იგი რუსული სპეცსამსახურების აგენტი იყო.
"მთელი საქმე იშლება - მოსკოველ აგენტს ჰქონდა სააკაშვილ-კურჩენკოს კავშირების დამამტკიცებელი მაზა. ჩვენ ისე გვაჩქარებდნენ "შეგვეკერა" საქმე და მიშა მაინცდამაინც ამ კვირაში, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სიტნიკის გათავისუფლებამდე დაგვეპატიმრებინა, რომ არ მოხდა ოპერატიული მონაცემების სათანადო დოკუმენტირება. ახლა არ გამოვრიცხავთ, რომ "კურჩენკოს მიერ მიშასთვის ფულის გადაცემა" - საერთოდ ყალბი ინფორმაცია იყოს, რომელიც მეორე აგენტმა კრემლისა და ФСБ დავალებით "ჩააწყო", ხოლო მთელი ეს ისტორია - პროვოკაციაა, რომელიც ერთ მიზანს ემსახურება - ერთი მხრივ სააკაშვილისა და მეორე მხრივ პოროშენკოსა და ლუცენკოს დისკრედიტაციას, რასაც უკრაინული მხარე ადვილად წამოეგო," - წერს strana.ua უშიშროების წყაროზე დაყრდნობით.
აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დასავლეთს ნამდვილად არ სჯერა რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის აგენტია.
მასალის გამოყენების პირობები






