"ჩემმა მძინარე ბოიფრენდმა თავისი ყოფილი ცოლი გააუპატიურა" - სექსომთვარეულის ისტორია
ეს საინტერესოა - 20:22, 08 Dec, 2017     39316

სარამ ტომი საერთო მეგობრებთან გაიცნო და თავიდანვე მოეწონა. თანდათან ისინი დაახლოვდნენ.ვაჟს კარგი განათლება და იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა, რაც სარასთვის მისტან ურთიერთობის დამყარების კარგი სტიმული იყო.

ერთად ვახშმობამ, კინოსა თუ სხვა სახის გართობას შემდეგ ინტიმური ურთიერთობებიც მოყვა. გახშირდა ერთმანეთის ბინაში ღამისთევებიც. ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა ერთი უცნაური შემთხვევა.

ერთ ღამეს მძინარე სარას ტომის ალერსისგან გაეღვიძა. ტომი ცდილობდა მასტან სექსი ჰქონოდა, თუმცა ამას უჩვეულოდ, უხეში ფორმით აკეთებდა. წყვილს ინტიმური ურთიერთობა ახალი დაწყებული ჰქონდა, ამიტომაც სარამ გადაწყვიტა არაფერი შეემჩნია და ტომს ყველაფრის უფლება მისცა.

"მაშინ ვიფირე, რომ ტომი ერთობა, თამაშობს და არ მინდოდა ამისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება და არაფერი ვუთხარი მას," - აცხადებს იგი.

ეს ფაქტი დავიწყებას მიეცემოდა, რომ არა რამდენიმე თვის შემდეგ მომხდარი უფრო მძიმე შემთხვევა.

წყვილი მეგობრის წვეულებიდან საკმაოდ ნასვამი დაბრუნდა და ეგრევე დასაწოლად დაწვა. დაახლოებით ოთ საათზე სარამ ტომისგან კვლავ იგრძნო სექსუალური აქტიურობა და გაიღვიძა. პარტნიორი კვლავ უხეში ძალით ცდილობდა მის დაუფლებას, თანაც ისე, რომ საცვლებიც არ გაუხდია მისთვის.

დილით სარამ კატეგორიულად დაუყენა საკითხი ტომს, რომ მისგან მსგავს ძალადობას არ მოითმენდა და მასთან დაშორებას აპირებდა. ტომმა უპასუხა, რომ არ ესმის რაზე ლაპარაკობს ქალი.

"იგი იმდენად გულწრფელად მეუბნებოდა, რომ მსგავსი არაფერი გაუკეთებია და არაფერი ახსოვდა, რომ წარმოუდგენელი იყო არ დაგეჯერებინა,"- აცხადებს სარა.

სარამ გადაწყვიტა ყველაფერი გაერკვია. როგორც აღმოჩნდა რამდენიმე წლის წინ ტომი ყოფილი მეუღლის, კარენის გაუპატიურებისთვის ციხეშიც იჯდა. სცენარი იგივე იყო, როგორც ახლა - ტომი კარენთან მივიდა, რათა ბავშვი მოენახულებინა. რადგან გვიან იყო, კაცი ღამის გასათევად ყოფილ მეუღლესთან დარჩა. მეორე დღეს კარენმა პოლიცია გამოიძახა და ტომს გაუპატიურებისთვის სასამართლოში უჩივლა. მიუხედავად კაცის კატეგორიული განცხადებისა, რომ არაფერი ახსოვს და მსგავსი არაფერი გაუკეთებია, იგი ციხეში ჩასვეს.

ამ ამბის მოსმენის შემდეგ სარამ ტომი ექიმთან წაიყვანა. მას ისიც გაახსენდა, რომ ერთხელ ტომმა გვიან ღამით შარვალი ჩაიცვა და სამსახურში წასვლა გადაწყვიტა. სრულყოფილი გამოკვლევისთვის ტომმა საავადმყოფოში ღამე გაათია. ანალიზების მიხედვით მას სომნაბულიზმის (მთვარეული) საკმაოდ იშვიათი ფორმა - სექსომნია დაუდგინდა. ანუ ტვინის ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია რაციონალურ აზროვნებაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე - სძინავს, ხოლო ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობაზე, მხედველობაზე და ემოციებზე - ფხიზლობს. შეაბამისად სექსომნიით დაავადებული ადამიანი შეიძლება დაკავდეს სექსით, მოძრაობდეს და ჭამდეს ისე, რომ ამას ვერ აცნობიერებდეს. ამასთან სექსომნიიით დაავადებულმა ადამიანმა შეიძლება "ცხადში სიზმარიც", მათ შორის კოშმარულიც მახოს და მისი მიხედვით იმოქმედოს.

ამ დიაგნოზმა ტომის იმედი ჩაუსახა, რომ გაუპატიურების უსაფუძვლო ბრალდება და ნასამართლეობა მოეხსნება. თუმცა, დამტკიცება იმისა, რომ გაუპატიურების დროს იგი სექსომნიის გავლენით მოქმედებდა, ძალიან გაუჭირდება.

თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც მკურნალობაა. ჯადოსნური წამალი არ არსებობს, მაგრამ არსებობს მისი ინტერვალების გარდის საშუალებები.

კერძოდ, სექსომნიით დაავადებულებს ურჩევენ პიჟამოთი დაიძინონ, რათა ძილში პარტნიორის სხეულთან უშუალო შეხება გაანეიტრალოს. ასევე, დაავადებულები უნდა მოერიდონ სტრესს, ალკოჰოლსა და სხვა აღმგზნებ საშუალებებს. კონტროლქვეშ აყვანილი სექსომნია შეიძლება ორი-სამი წელიც არ განმეორდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42