„საპარტნიორო ფონდი“ ჩინური ინვესტიციით საქართველოში ქურთუკების წარმოების შექმნას და ადგილობივი მუშახელის ჩინეთში გადამზადებას გეგმავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:04, 08 Dec, 2017     1235
„საპარტნიორო ფონდს“ ძიანგისის პროვინციის ინდუსტრიული ქალაქ კუნცინის მთავრობისა და ბიზნეს სექტორის გაერთიანებული დელეგაცია ეწვია. ჩინელი ინვესტორები საქართველოში დუტის ქურთუკების წარმოების შექმნას, ქვეყანაში დამზადებული პრდუქციის ევროკავშირის, ამერიკისა და კანადის ბაზრებე გატანას და 300-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელის ჩინეთის ტექსტილის საწარმოებში გადამზადებას გეგმავენ.

ჩინეთის ძიანგსის პროვინციის ინდუსტრიული ქალაქის მენეჯმენტი და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ფონდში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგლე ნათია თურნავამ მიიღო. შეხედრას ფონდის მხრიდან საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩინური მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობას ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კომიტეტის-ის (Chinese People's Political Consultative Committee ) თავმჯდომარე ქუან ცუენშეუი; ქალაქ კუნცინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინდსუტრიისა და ინფორმაციულ-ტექნოლოგიური კომიტეტი-ის (Gongqing City Science and Technology Industry and Information Technology Committee Committee) ხელმძღვანელი ვან შუნხუა; სამკერვალო ინდუსტრიის განვითარების ოფისი-ის (Garment Industry Development Office-ის Office) გენერალური დირექტორი ლიუ ხუეი; ქალაქ გუნცინის ეროვნული მაღალტექნოლოგიური პარკის-ის (Gongqingcheng National Hi-tech Park ) გენერალური დირექტორი ხუან პინი და Garment Export Industrial Park Co., Ltd.-ის ხელმძღვანელი სია ფინძიე იღებდნენ.

ჩინური მხარე საქართველოში ტექსტილის სფეროში ინვესტირებას და „საპარტნიორო ფონდთან“ ერთობლივი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ამ მიზნით, „საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის დეტალების და სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს, რომლის მიხედვით, საქართველოში დუტის ქურთუკების ქარხანა უნდა აშენდეს. წინასწარი პროექტით, ცნობილი ბრენდებისთვის საექსპორტო პროდუქცია დამზადდება. საწყის ეტაპზე კი განსაკუთრებუბლი ყურადღება „იაია“(Yaya)-ს ბრენდს დაეთმობა, რომელიც ჩინეთში1972 წლიდან იწარმოება და ექპორტზე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გადის. პროექტის ფარგლებში საქართველოდან ჩინეთში ცნობილ ტექსტილის საწარმოებში 300-ზე მეტი მუშახელი გადამზადდება.

შეხვედრაზე აქცენტი ტექსტილის ინდუსტრიის მზარდ ტენდენციაზე გაკეთდა. აზიური ქვეყნები საერთაშორისო ტექსტილის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ჩინეთს კი მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის ყველაზე დიდი წილი აქვს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების შემდეგ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე ქვეყნის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჩინეთის ძიანგსის პროვინციის უმსხვილესი ქურთუკების საწარმო ჩინეთის მოსახლეობის 60% აკმაყოფილებს და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების დაკვეთებს ასრულებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქურთუკების ქარხნის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორის დავით საგანელიძეს შეხვედრები ჩინეთში სამუშაო ვიზიტების დროს ძიანგსის პროვინცის მთავრობასთან და ჩინეთის უმსხვილეს ქურთუკების მწარმოებელ კომპანისთან ქონდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში საპარტნირო ფონდის მიერ ორგანიზებულ საქართველო- ჩინეთის ბიზნეს სემინარზე გაფორმდა.

ერთობლივი საწარმოს შექმნის პროექტის მნიშვნელობასა და პოტენციალზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ძიანგსის ვიცე-გუბერნატორმა ფონდის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრეს. საპარტნიორო ფონდის დელეგაცია პირველად ძიანგსის პროვინციაში 2016 წლის მარტში იმყოფებოდა, მაშინ ქართულმა მხარემ ძიანგსის უმსხვილესი ბიზნესების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები გააცნო. საპარტნიორო ფონდსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პრვინციის ქურთუკების ქარხანას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ხელი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოეწერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42