მსახიობმა სოფი ტერნერმა, რომელიც Game of Thrones-ში სანსა სტარკის როლს ასრულებს, დაადასტურა, რომ GOT-ის ფინალური, მერვე სეზონის პრემიერა 2019 წლამდე არ შედგება.
"სამეფო კარის თამაშების“ მე-8 სეზონის პრემიერის გადადებაზე საუბარი, მე-7 სეზონის დასრულებისთანავე დაიწყო. მაშინ, HBO-ს პროგრამების მენეჯერმა ქეისი ბლოიმ განაცხადა, რომ გადაღებები სავარაუდოდ, ძალიან რთული და მასშტაბური იქნება, ამიტომაც ბოლო სეზონი 2018 წლის ზაფხულში ან 2019 წელს გამოვიდოდა.
აღსანიშნავია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, GOT-ის ახალი სეზონის პრემიერა მუდმივად გაზაფხულზე ხდებოდა, მე-7 სეზონი კი ზაფხულში გამოვიდა, რაც სცენარის მიხედვით გათვალისწინებული სცენების გადაღების სირთულით აიხსნა.
სერიალის შემქმნელების თქმით, ფინალური, მე-8 სეზონი, რომელშიც 6 სერიაა, სავარაუდოდ, ყველაზე რეიტინგული იქნება. ცოტა ხნის წინ, სოფი ტერნერმა და კით ჰარინგტონმა ისიც თქვეს, რომ სცენარის კითხვისას, ცრემლები ვერ შეიკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






