„ახალგაზრდა ადვოკატები“ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ
საზოგადოება - 12:42, 15 Jul, 2013     502


,,ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რათა დაჩქარდეს გამოძიება იმ საქმეზე, რომელიც ეხება ქობულეთის პოლიციის თანამშრომლების ქმედებებს, რომლებმაც, "ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, 2013 წლის 25–26 მაისს, სამი ქობულეთელი ახალგაზრდის მიმართ ჩაიდინეს არამართლზომიერი ქმედება. როგორც ორგანიზაციისთვისაა ცნობილი, აღნიშნულ ფაქტზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება.


როგორც "ახალგაზრდა ადვოკატების" ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე გვაქვს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევასთან და მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ დანაშაულის გამოვლინებას, რომელიც ქობულეთში მოხდა, როგორც სხვა შემთხვევაშიც, ახლაც მყისიერი გადაწყვეტილებებით უპასუხოს.
დღეს ქვეყანაშიც და შინაგან საქმეთა სამინისტროშიც მიმდინარეობს ძირეული ცვლილებები და რეფორმები, რაც კარგია და აღსანიშნავია, თუმცა ასეთ ცალკეულ ფაქტებს და შემთხვევებს ადგილი კვლავ აქვს. ამიტომაც, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთ ფაქტებზე საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს.


მომხდარი არამხოლოდ ადგილობრივი საზოგადოების საფიქრალია, არამედ, დანაშაულთან ბრძოლაში, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოსთან ერთად, ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია უნდა დავდგეთ. გვაქვს იმედი მინისტრის სამართლიანი და პრინციპული შეხედულებისა დანაშაულთან მიმართებაში და დარწმუნებულები ვართ, როგორც წინა შემთხვევებში, ლმობიერს არ დატოვებს ქობულეთში მომხდარ ფაქტს.
"ახალგაზრდა ადვოკატები" გამოვთქვამთ მზადყოფნას განვახორციელოთ ამ საქმეზე ადვოკატირება და მონიტორინგი, ვითანამშრომლოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებებთან, რათა გაირკვეს სიმართლე და აღდგეს სამართლიანობა", - ნათქვამია ,,ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42