კენიელი ქალების ნაწილი სასტიკი ტრადიციული რიტუალის - "ქვრივების განწმენდის" წინააღმდეგ გამოდის, რომელსაც ლუოს ეთნიკური ჯგუფები ატარებენ.
რიტუალის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქალს ქმრის გარდაცვალების შემდეგ სხვა მამაკაცთან უნდა ჰქონდეს სექსი. უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცი მათთვის სრულიად უცხოა. რიტუალს ძირითადად სოფლებში ატარებენ.
როგორც BBC წერს, მამაკაცი, რომელმაც დაქვრივებული ქალი უნდა „გაწმინდოს“, ხშირად აივ-დადებითია და თავდაცვის საშუალებას არ იყენებს.
BBC 50 წლის ქალის, პამელას გვაცნობს, რომელიც საკუთარ ისტორიას ყვება და „ქვრივების განწმენდის“ ტრადიციის აღმოსაფხვრელად იბრძვის. მისი თქმით, ქალებმა „ქვრივების კლუბიც“ შექმნეს.
როგორც აღმოჩნდა, "განწმენდის რიტუალი" 3 დღიანია. პირველ დღეს, სექსუალური აქტის შემდეგ, ქალმა უნდა დაწვას ის ტანსაცმელი , რომელიც აქტამდე ეცვა, ასევე თეთრეული, რომელშიც იწვა . დილით, მამაკაცი ქალს თავზე თმას პარსავს. სამი დღის შემდეგ, ქალი მშობლების სახლში ბრუნდება „განმწმენდელ“ მამაკაცთან ერთად და მას საჭმელს უმზადებს. აღნიშნული რიტუაცლის შემდეგ კი მისი ოჯახის წევრებს სახლში დაბრუნება შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები






