ტყის ხანძრებმა კალიფორნიაში უკვე ლოს-ანჯელესამდე მიაღწია - ცეცხლმა უკვე გაანადგურა ქალაქის ერთერთ ყველაზე მდიდარ რაიონში, ბელ-ეირში მდებარე რამდენიმე სახლი. ქალაქის ხელმძღვანელობა რაიონის მცხოვრებთა ევაკუაციას ახდენს. უკვე ევაკუირებულიუა 200 000 ადამიანი.
უკანასკნელ კვირების მანძილზე ცეცხლის კერები შტატის ჩრდილოეთით რამდენიმე ადგილას გაჩნდა და ასეულობით სახლი გაანადგურა. მეხანძრეები ცეცხლის გავრცელების შეჩერებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
კალიფორნიის სახანძრო სამსახური აცხადებს, რომ ხანძარი განადგურებით დაახლოებით 12 ათას სახლს ემუქრება. შტატში გამოცხადებულია საფრთხის უმაღლესი, "მეწამული" დონე. საქმე იმდენად რთულადაა, რომ კალიფორნიის უნივერსიტეტში ყვ ელა ლექცია გაუქმდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ევაკუაციის ზონაში ჯერჯერობით არ არის. დახურულია ასევე მრავალი სკოლაც.
რაიონში მდებარე სახლებიდან ძვირფასი სურათები და ნივთებიც კი გააქვთ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბელ ეირში მდებარეობს ბიონსესა და ილონ მასკის სახლები. ხანძარმა მილიარდერ რუპერტ მერდოკის ვენახებიც გაანადგურა, რომელმაც ისინი 29 მილიონი დოლარი გადაიხადა. საფრთხის ქვეშაა გეტტის ხელოვნების მუზეუმიც.




მასალის გამოყენების პირობები






