აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ აღმოსავლეთ იერუსალიმში არეულობა გამოიწვია.
აღმოსავლეთ იერუსალიმსა და დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებები დაიწყო. ბეთლემში პალესტინელებმა საბურავებსა და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.
ამავდროულად, ისრაელი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.
მასშტბური საპროტესტო აქციებისა და არეულობის გამო დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში სასწავლო პროცესი შეწყდა.
შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და საელჩოს თელ-ავივიდან იერუსლიმში გადატანის ბრძანება უკვე გასცა.
მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერის, სიმაილ ჰანიას განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება, პალესტინელებისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია. მან ახალი ინტიფადა ანუ ისრაელის ტერიტორიაზე მცხოვრები პალესტინელი არაბების დაუმორჩილებლობის მოძრაობის მორიგი ეტაპი დააანონსა.
აღსანიშნავია, რომ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესმა 1995 წელს მიიღო. თუმცა ამ ქალაქის სადავო სტატუსის გამო, აშშ-ის ყველა პრეზიდენტი ექვს თვეში ერთხელ ხელს აწერდა დოკუმენტს, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის გადავადების შესახებ.
იერუსალიმის სტატუსის გამო, პალესტინა-ისრაელს შორის არსებული დავის გამო, საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები თელ-ავივშია განთავსებული.
ისრაელი იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს. პალესტინელები კი იერუსალიმს მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქია.
მასალის გამოყენების პირობები






