,,ტრამპი მაღალი რისკის ზონაში შედის“ - აშშ-ის მრავალსვლიანი გადაწყვეტილება თუ მსოფლიოს მორიგი ისტორიული თავსატეხი?
პოზიცია - 16:52, 07 Dec, 2017     4311
დონალდ ტრამპის მორიგი სადაო გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიოს აშფოთებს - აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და ეს მაშინ, როცა იერუსალიმს გაეროსგან გაყოფილი ერთეულის, Corpus Separatum-ის სტატუსი აქვს მინიჭებული. იერუსალიმის, ასე ვთქვათ, კუთვნილება ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რაზეც ისრაელი და პალესტინა ვერ თანხმდებიან - ორივე მხარე ქალაქს საკუთარ დედაქალაქად განიხილავს. კონფლიქტი 1967 წლიდან გრძელდება, როდესაც ისრაელმა იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელსაც მანამდე პალესტინა აკონტროლებდა, თავის კონტროლქვეშ მოაქცია.


ცნობისთვის: დიპლომატიური მისიის იერუსალიმში განთავსებას კონგრესმა მხარი ჯერ კიდევ 1995 წელს დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, თუმცა მან და მისმა შემდგომმა პრეზიდენტებმაც, თემის სენსიტიურობის გამო, გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავეს.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეგიონში კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს. ექსპერტები დესტაბილიზაციის საფრთხეზეც ამახვილებენ ყურადღებას.

საერთაშორისო გაერთიანების აზრით კი, ტრამპის ნაბიჯი რეგიონში მწვავე კონფლიქტებს გამოიწვევს.

არაბული და სხვა მუსლიმური სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთპიროვნული გადაწყვეტილება რეგიონში არსებულ რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაძაბავს.

ტრამპის გადაწყვეტილება ასევე, მიუღებელია ევროკავშირისთვისაც. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონიმ აღნიშნა, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა და მას სერიოზული შედეგი მოჰყვება. ამ პოზიციას იზიარებს თურქეთიც.

გაერო იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მას ისრაელის დედაქალაქად არ სცნობს. ორგანიზაცია იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე სხდომას გამართავს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა გუშინ განაცხადა, რომ იერუსალიმის სტატუსის შესახებ საკითხი მხოლოდ ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას.

პალესტინელები კი უკვე საპროტესტო აქციებს მართავენ და აშშ-ის დროშებს წვავენ.

ტრამპის გადაწყვეტილებას გარკვეული უთანხმოება მოჰყვა საქართველოს სამთავრობო გუნდშიც: საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შოთა შალელაშვილმა დღეს მორიგი ხმაურიანი და მმართველ გუნდთან შეუთანხმებელი განცხადება გააკეთა - პრემიერს ღია წერილით მიმართა და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა. ღია წერილი პრემიერის ცხარე კრიტიკის საფუძველი გახდა. მოგვიანებით, შალელაშვილი სუს-ში დაიბარეს.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, შალელაშვილმა იუსტიციის მინისტრი უპასუხისმგებლო განცხადებებში დაადანაშაულა.

„ნიუპოსტმა“ ამ ისტორიული გადაწყვეტილების შეფასება ქართველ ექსპერტებს სთხოვა.

"ტრამპი ძალიან მაღალი რისკის ზონაში შედის. ახლო აღმოსავლეთი ისედაც ძალიან ცხელი ზონაა და შეერთებული შტატების ამ ნაბიჯის შემდეგ, რისკები ერთიორად იზრდება. სამყარო ისედაც რთულ ვითარებაშია და ალბათ, ახლა ძალიან დიდ გადაჯგუფებას უნდა ველოდოთ"- ამბობს „ნიუპოსტთან“ გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგმა ქართული ოცნების დეპუტატის ღია მოთხოვნაც შეაფასა, რომელიც კვირიკაშვილისგან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას მოითხოვს. ხუხაშვილის განცხადებით, საქართველომ რისკები სწორად უნდა გათვალოს.

"აშშ-ის შემდეგ, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება დივიდენდებს ვერ მოგვიტანს, პირიქით შექმნილი სურათის გათვალისწინებით შეიძლება პრობლემა გახდეს. შეიძლება აღიარების მიმართულებით ნაბიჯი გადავდგათ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვითარება დაიწმინდება და პოლიტიკური საშუალებები გაჩნდება. იმათ რიგში ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს, არ უნდა ვიყოთ მეორე, რადგან ეს მდგომარეობა დიდი თავის ტკივილია - ისლამურ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში ჩვენ ისედაც რთულ მდგომარეობაში ვართ და ამ ცეცხლზე ნავთის დასხმა აბსოლუტურად არასწორი და რისკების შემცვლელი იქნება"- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის შეფასებით, ტრამპის გადაწყვეტილებით რუსეთი პოლიტიკურად ისარგებლებს და არაბულ ქვეყნებთან "ხიდების" გაბმისთვის გამოიყენებს.

"რუსეთს კარგა ხანია დაწყებული აქვს აშშ-ის ჩაჩოჩების პოლიტიკა. ჩვენ ვაკვირდებით იგივე თურქეთ-რუსეთის ინტენსიურ ურთიერთობებს. ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთს აძლევს საშუალებას, რომ სხვა არაბულ ქვეყნებთან ხიდები გადოს, იგივე საუდის არაბეთთან და სხვა...

შეიძლება აშშ-ის მხრიდან ეს არის მრავალსვლიანი თამაშის ნაწილი. ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა და არ შეიძლება ამერიკელებს არ ესმოდეთ, შესაძლო ნეგატიური შედეგები, მაგრამ, როგორც ჩანს და იმედია, აქვთ გათვლები, რომელიც მსგავსი თამაშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. თუ ეს ასე არ არის და ტრამპის სპონტანური გადაწყვეტილებაა, ეს სამყაროსთვის დიდი უბედურებაა. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს, ვნახოთ რა მოხდება და როგორც პატარა ქვეყანამ, შესაბამისად უნდა მოვიქცეთ. ჩვენ არ ვართ მსოფლიოს ჭიპი, რომ ამერიკასთან ერთად, ურა პოლიტიკა ვატაროთ. აშშ-ს იმის თავი აქვს, რომ გადაწყვეტილება დაიცვას, რასაც საქართველოზე ვერ ვიტყვით, ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ"- განმარტავს "ნიუპოსტთან" ხუხაშვილი.

ტრამპის გადაწყვეტილებას ,,ნიუპოსტთან" აფასებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი.

"ასეთ სენსიტიურ საკითხს აუცილებლად ექნება გავლენა იმ კონფლიქტზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, შესაძალოა, პრობლემის სამშვიდობო მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა გაართულოს. ამაზე საუბრობენ არამარტო არაბული ქვეყნები, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. აშშ-ის ტრადიციული მოკავშირეები, მთლიანობაში ევროკავშირი მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებენ"- განცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.

ექსპერტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სენსიტიურ საკითხზე პოზიცია ევროკავშირთან კომუნიკაციის საფუძველზე უნდა მიიღოს.

"ქართული ოცნების დეპუტატის განცხადება შიდაპარტიული, დისციპლინური საკითხია, მათ შიგნით უნდა გაარკვიონ, რა თამაშის წესები აქვთ დაწესებული. ზოგადად, ვერცერთ დეპუტატს თავისუფალ აზრის დაფიქსირებას ვერ აუკრძალავ. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ტაბუდადებული არ არის, აქ მთავარია საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას იღებ და როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და გადაწყვეტილებებს სხვა ქვეყანა ვერ უკარნახებს და დარწუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამას არც აპირებენ. თუმცა, თუ ჰიპოტეტურად საკითხის განხილვას დავუშვებთ, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ მიისწრაფის და ჩვენი საგარეო ქმედებები, განცხადებები და პოზიციები ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურთან ურთიერთობითა და კომუნიკაციით გამომუშავდება. ბოლო ანგარიშების მიხედვით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრინციპულ საკითხებზე თანხვედრაშია ევროკავშირის პოლიტიკასთან"- განმარტა ექსპერტმა.

ტრამპის გადაწყვეტილებას შედეგი უკვე მოჰყვა - აღმოსავლეთ იერუსალიმში, იუდეა და სამარიას რიგ ქალაქებში ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის შეტაკებები დაიწყო.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „იერუსალიმი პალესტინაა“, „მოვკვდებით ალ-აქსასთვის“. ისრაელის პოლიციამ ძალების მობილიზიბა მოახდინა იმ ადგილებში, სადაც შეტაკებებს ადგილი აქვს.

ექსტრემისტურად განწყობილი დემონსტრანტები პოლიციელებს ქვებს ესვრიან. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42