ლალი ანთია: მაჭავარიანი , დათა ახალაია და მერაბიშვილი მარწმუნებდნენ, რომ ჟვანია ცისფერი იყო
საზოგადოება - 11:39, 15 Jul, 2013     3063

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისათვის" ხელმძღვანელი ლალი ანთია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაზეთ "ასავალ-დასავალთან" სკანდალურ განცხადებას აკეთებს.


"ახლა რასაც გეტყვით, ამის შემდეგ მიშა მაჭავარიანმა თუ ოდნავი ნამუსი მაინც აქვს შერჩენილი, თავი უნდა მოიკლას. სწორედ მიშა მაჭავარიანი გახლდათ ერთ-ერთი, ვინც ჩემს დარწმუნებას ცდილობდა იმაში, თითქოს ზურაბ ჟვანია ცისფერი იყო! 2007 წლის აგვისტოში პოლიციამ დამაკავა ყალბი დოკუმენტაციის დამზადებაში ვიღაცისთვის ხელის შეწყობის ცრუ ბრალდებით. მიმიყვანეს დიღომში და დამიწყეს საუბარი ზურაბ ჟვანიას თემაზე. თუ მე აღარ ვილაპარაკებდი იმაზე, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს, თუ ვიტყოდი, რომ ზურა იყო ცისფერი, ერთ საათში გამათავისუფლებდნენ. დათა ახალაია მეუბნებოდა იგივეს, მან მითხრა, თავიდან ამოიგდე აზრი, რომ ჟვანია მოკლესო. მეგრულად მეუბნებოდა ის საცოდავი ცისფერი იყო და შენ რას გაიძახი, რომ მოკლეს, თავი დაანებე ინტერვიუების მიცემასო",- განმარტავს ლალი ანთია.

მისივე თქმით, მაღალჩინოსნების შეთავაზებას არ დასთანხმდა და ციხეში აღმოჩნდა, სადაც სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლებიკვლავ აგრძელებდნენ მასთან ვიზიტს,როგორც ანთია ამბობს, მერაბიშვილი მაჭავარიანის მსგავსად მის დარწმუნებას ცდილობდა, რომ ზურაბ ჟვანია გეი იყო და ის მარტლაც ბუნებრივი აირით გაიგუდა.

"ციხიდან ორჯერ გამიყვანეს, წამიყვანეს ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და ვანო მერაბიშვილს შემახვედრეს. ის მეუბნებოდა, ჟვანიას მე პატივს ვცემდი და ცუდი ურთიერთობა არ გვქონდა ერთმანეთთან, მაგრამ ის ცისფერი იყო და მართლა გაზით გაიგუდა, ამიტომ შენ რად გინდა იმის თქმა, რომ ჟვანია მოკლეს, ნურც იმას იტყვი, რომ სიკვდილის ღამეს ტელეფონზე ელაპარაკეო. ორჯერ შემომთავაზა მერაბიშვილმა ასეთი რამე და ორივეჯერ უარი ვუთხარი, რის შემდეგაც ტელეფონის ერთი ზარით 14 წლიანი პატიმრობა მომისაჯა და შემომითვალა ციხიდან ცოცხალი ვერ გახვალო. ჟვანია მოკლულია სააკაშვილის მიერ, მე პირდაპირ ვადებ ხელს სააკაშვილს ჟვანიას მკვლელობაში!",- აცხადებს ანთია.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42