"ტრამპის გადაწყვეტილება ჩვენთვის ომის გამოცხადებაა" - "ჰამასის" ლიდერი ინტიფადას აანონსებს
მსოფლიო - 15:01, 07 Dec, 2017     6385

მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერის, სიმაილ ჰანიას განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება, პალესტინელებისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია. მან ახალი ინტიფადა ანუ ისრაელის ტერიტორიაზე მცხოვრები პალესტინელი არაბების დაუმორჩილებლობის მოძრაობის მორიგი ეტაპი დააანონსა.

როგორც „ალჯაზირა“ იტყობინება, ამის შესახებ „ჰამასის“ ლიდერმა ღაზაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ამ ნაბიჯით აშშ-მა მოკლა სამშვიდობო პროცესი, მოკლა ოსლოს ჩანაწერი. ეს გადაწყვეტილება არის აგრესია, ჩვენთვის ომის გამოცხადება.

ჩვენ ყველას უნდა მოვუწოდოთ და ვიმუშაოთ ახალი ინტიფადის დასაწყებად სიონისტური მტრის წინააღმდეგ“ - განაცხადა ჰამასის ლიდერმა,

ტრამპის განადწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, "ჰამასმა" განაცხადა, რომ ამით მან "ჯოჯოხეთის კარიბჭე გაღო."

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და საელჩოს თელ-ავივიდან იერუსლიმში გადატანის ბრძანება უკვე გასცა.

აღსანიშნავია, რომ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესმა 1995 წელს მიიღო. თუმცა ამ ქალაქის სადავო სტატუსის გამო, აშშ-ის ყველა პრეზიდენტი ექვს თვეში ერთხელ ხელს აწერდა დოკუმენტს, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის გადავადების შესახებ.

იერუსალიმის სტატუსის გამო, პალესტინა-ისრაელს შორის არსებული დავის გამო, საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები თელ-ავივშია განთავსებული.

ისრაელი იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს. პალესტინელები კი იერუსალიმს მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42