შსს–მ მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა
სამართალი - 11:09, 15 Jul, 2013     496

ამავე დანაშაულში მხილებულია უზბეკეთის მოქალაქე ნარგიზბეგიმ რ, რომელმაც საქართველო 31 მაისს დატოვა.

 

სამართალდამცველებმა 2013 წლის 3 ივლისს ხულოს რაიონის სოფელ ბეშუმთან, ტყეში ახალგაზრდა ქალის გვამი აღმოაჩინეს. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვლილი უზბეკეთის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული რაიხონ კ. იყო.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულში მხილებულ ნარგიზბეგიმ რ–ს და გარდაცვლილს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უთანხმოება ჰქონდათ. ნარგიზბეგიმ რ–მ შურისძიების მიზნით ბრალდებულ ხაეტ რ-ს და კახა დ-ს რაიხონ კ–ს მკვლელობა დაუკვეთა, რისთვისაც მათ 2000 აშშ დოლარი გადაუხადა.

 

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2013 წლის 22 მაისს ანზორ დ-ს კუთვნილი ტაქსით რაიხონ კ. მოტყუებით წაიყვანეს და ხულოს რაიონის სოფელ ბეშუმთან ტყეში მოკლეს.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები საგამოძიებო–სამძებრო ღონისძიებების შედეგად 12 ივლისს ბათუმში დააკავეს.

 

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "დ", მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით და 376-ე მუხლით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42