თუმცა, პრინცი ჰარის დაქორწინებამ, სხვა უცოლო და თავისუფალ პრინცებს შანსი მისცა, ყველაზე სასურველთა სიაში დაწინაურდნენ.
მაშ ასე, ჯერაც უცოლო პრინცები ასე გამოიყურებიან.
1. იორდანიის პრინცი ჰუსეინ ბინ აბდულა - 23 წლის ჰუსეინ აბდულა პრინცი მეფე აბდულასა და დედოფალ რანიას ვაჟია. ერთ დღესაც იორდანიის მეფე სწორედ ის გახდება.



2. დუბაის პრინცი, შეიხ ჰემდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი - დუბაის პრინცი კი პოპულარულობას ნამდილად არ უჩივის. 35 წლის პრინცს ინსტაგრამზე 5,9 მილიონი გამომწერი ჰყავს. ამის მიზეზი კი არა მხოლოდ მისი ვიზუალი, არამედ მისი ცხოვრების წესია. ოფიციალური ვალდებულებების შესრულების გარდა, პრინცს უყვარს სპორტი. აქტიური ქველმოქმედია და ხშირად იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო ღონისძიებებში.




3. ლუქსემბურგის პრინცი სებასტიანი - მისი სრული სახელია სებასტიენ ჰენრი მარიე გილიამი. 25 წლის პრინცი ლექსემბურგის ჯარში მსახურობს და და-ძმებს შორის ყველაზე უმცროსია. პრინცი გატაცებულია სპორტით.

4. ბელგიის პრინცი ხოაკიმი - 26 წლის ხოაკიმი ბელგიის ტახტის პრეტენდენტებს შორის როგოთ მერვეა. მან ბელგიის სამხედრო და საზღვაო ფლოტის აკადემია დაამთავრა, ახლა მილანში ეკონომიკას სწავლობს.

მასალის გამოყენების პირობები






