ლევან დავითაშვილი ზეთისხილის მოსავლის აღების და გადამუშავების საწარმოო პროცესს გაეცნო
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:33, 07 Dec, 2017     1435
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში, ზეთისხილის მოსავლის აღების და გადამუშავების საწარმოო პროცესს გაეცნო.

სოფელ საქობოში ზეთისხილის ბაღები და გადამამუშავებელი საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებით“ შეიქმნა. საწარმოში, რომელშიც 800 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი ლარია.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მსგავსი ტიპის საწარმოების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოში ზეთისხილი ახალი კულტურაა და მნიშვნელოვანია, მისი პოპულარიზაცია მოხდეს, რადგან ძალიან მოთხოვნადია პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. საქართველოს მრავალწლიანი კულტურების გაშენების დიდი პოტენციალი გააჩნია. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო პროგრამას „დანერგე მომავალი“ ახორციელებს. ასეთი პროგრამები ხელს უწყობს საქართველოში ახალი მრავალწლიანი კულტურების გაშენებას, მეხილეობის დარგის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში, მევენახეობის პარალელურად, ზეთისხილის პლანტაციების გაშენების მიმართ ადგილობრივი მეწარმეების დაინტერესებაზე გაამახვილა ყურადღება. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ კახეთში ეს დარგი აქტიურად ვითარდება და დაახლოებით 200 ჰა-ზე ზეთისხილის ბაღებში უკვე მოსავალია.

საწარმოს მფლობელის, ბიზნესმენ გიორგი სვანიძის განაცხადებით, ქართული ზეთისხილის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე პოპულარობით სარგებლოს. უახლოეს მომავალში კომპანია პროდუქციის ამერიკაში, ევროპაში, ამიერკავკასიისა და დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტს გეგმავს.

ზეთისხილის საწარმოში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებია დანერგილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. საწარმოს წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას ქმნის.

ზეთისხილის მოსავლის აღების და გადამუშავების პროცესს, მინისტრთან და მხარის გუბერნატორთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩხეიძე და იური ნოზაძე, ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42