"ბოლო ფილმი ჩვენი ურთიერთობის გადასარჩენად გადავიღე" - ანჯელინა ჯოლის მორიგი გულწრფელი ინტერვიუ
ეს საინტერესოა - 17:52, 06 Dec, 2017     15099
ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ანჯელინა ჯოლიმ კიდევ ერთ გულწრფელ ინტერვიუში, ბრედ პიტთან განქორწინებაზე ისაუბრა, ამჯერად The Hollywood reporter-თან ისაუბრა.


მისი თქმით, ბოლო ფილმი, By the sea, რომელშიც ის და ბრედ პიტი ერთად თამაშობენ და რომლის რეჟისორიც ჯოლი იყო, ურთიერთობის შესანარჩუნებლად გადაიღო.

"ჩვენ ერთად ვმუშაობდით და ეს კარგად გამოგვდიოდა... მინდოდა რომ ეს ყველაფერი ერთად გაგვეკეთებინა. ვფიქრობდა, ეს კომუნიკაციის კარგი გზა იყო. გარკვეულწილად იმუშავა, სხვა მხრივ კი რაღაცები გვასწავლა" - თქვა ანჯელინა ჯოლიმ.

მსახიობმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც ფილმის გადაღების მსვლელობის დროს შეიქმნა.

"მაგრამ ფილმის გადაღებისას ძალიან მძიმე პრობლემები შეგვექმნა და ეს ნამდვილად არ იყო გადაღებების ბრალი. ყველაფერი სხვა მიზეზების გამო ხდებოდა .... არ ვარ დარწმუნებული, რომ ვიცი ეს პრობლემები რატომ შეიქმნა" - თქვა ანჯელინა ჯოლიმ.

სოფლიოს ულამაზეს და გავლენიან წყვილად აღიარებული ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შოკისმომგვრელი და სკანდალური განქორწინების შესახებ ცნობილი 2016 წლის სექტემბერში გავრცელდა.

კამერის წინაშე ანჯელინა ჯოლი პირველად, განქორწინების ცნობიდან 6 თვეში გამოჩნდა. სწორედ მაშინ ისაუბრაპირველად ბრანჯელინას დასასრულზეც. „ჩვენ ვართ ოჯახი და ყოველთვის დავრჩებით ოჯახად. აუცილებლად გადავიტანთ ამ სიტუაციას და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის წყალობით გაცილებით ძლიერები გავხდებით“ - განაცხადა ჯოლიმ.

მოგვიანებით კი, სრულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო ბრედ პიტის ახალმა ფოტოებმა გულახდილმა ინტერვიუმ განქორწინებისა და მისი ცხოვრების შესახებ. სკანდალური განქორწინებებისა და ბრალდებების შემდეგ, ბრედმა პირველი ინტერვიუსთვის ჟურნალი GQ აირჩია. სოციალური ქსელების მომხარებლების რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ერთი ინტერვიუთი, ერთ დღეში იმიჯი ასე სწრაფად ალბათ, არასოდეს, არავის აღუდგენია. ბრედმა ისაუბრა განქორწინების შემდეგ არსებულ სირთულეებზე, ფსიქოთერაპიის კურსზე, ალკოჰოლთან დამოკიდებულების დაძლევაზე და ყველაფრის თავიდან დაწყების სურვილზე.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.

წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილებია. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.

თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)

ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42