არალეგალური თვითგამოცემებითა და დასავლეთის ინფორმირებით. პოლიტიკურ აქციებსაც ატარებდნენ შიგადაშიგ.
თუ ის გარემო არ იყო მათთვის საშიში და სახიფათო? მათ არ ჰყავდათ ოჯახები და არ უთვალთვალებდნენ? როგორ ახერხებდნენ ისინი ბრძოლას კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი და შავბნელი სისტემის დროს? რწმენით და სულისკვეთებით.
უამრავი საშულება არსებობდა და არსებობს ინფორმაციის გავრცელებისათვის, მითუმეტეს დღეს. თუნდაც, ყველაზე მარტივი და უსაფრთხო - ინტერნეტი. მასში შეიძლებოდა ვიდეოების ანონიმურად ატვირთვა და საკმაო დიდი ეფექტით. შორს რომ არ წავიდეთ, ,,ჯიჰადის" ცნობილი ვიდეოები ამის მკაფიო დასტურია. ლამის მთელი კაცობრიობა ეძებს ამტვითავს და ვერ უპოვიათ.
ტელევიზიები შეიძლებოდა გამოყენებულიყო. ,,ობიექტივი" მაშინაც ხომ მაუწყებლობდა. უფლებადამცველებსაც შეეძლოთ ეპატრონათ ბედუკაძისთვის და ბოლოსდაბოლოს პოლიტიკოსებსაც, რუსთაველზე რომ აღამებდნენ და ათენებდნენ და საკმაოდ ხარბად ეწაფებიან ხოლმე ასეთ სენსაციებს მთელს მსოფლიოში.
რისკები რა თქმა უნდა ყოველთვის იყო. მაშინაც, როდესაც ბედუკაძე ამ ფირებს იღებდა (ელემენტარულად, მსხვერპლის მომავალი შურისძიებისაგან მაინც ხომ არ იყო დაზღვეული), როდესაც ეს კადრები ციხიდან გამოჰქონდა და შემდეგაც, როდესაც თან დაატარებდა ან როდესაც ფირები გამოქვეყნდა. მაგრამ სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხიფათზე ნაკლებად ან სულ არ ფიქრობს, ის იბრძვის თავგანწირვით. მებრძოლის მოქმედებებს ცხოვრების ფილოსოფია, მრწამსი და გამბედაობა განაპირობებს და არა შიში. აგენტის მოქმედებს კი - შიში, ვერცხლი და პატრონის იმედი. ეს ორი უკანასკნელი ისეთი ძლიერი ვნებებია და სრულიად აკომპენსირებს ყოველნაირ შიშს, თუ კაცი მათ აჰყვება.
ბედუკაძე არც დისიდენტია და არც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი. ის დავალებას ასრულებდა და არცთუ უანგაროდ. ფირებიც მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც უნდა გამოქვეყნებულიყო და თავისი საქმე გააკეთა საარჩევნოდ.
ახლა კიდევ გამოჩნდა, რომ დავალება საკმაოდ უხარისხოდაა შეასრულებული, ოპერაცია მთლიანად გაიშიფრა და პატრონმაც კიდეც დააჯილდოვა სამსახურისთვის და კიდეც ხელი დაიბანა. ამიტომ აიბლანდა ბედუკაძე თავის ტყუილ-მართალში და ჩვენც, ნუ ვცდილობთ გავამართლოთ ის იმაში, რასაც იბრალებს და რაც, არ არის.
ბედუკაძე არ არის გმირი, ის ჯალათია და არა მარტო იმ საცოდავი ადამიანების, ვისაც აწამებდა. მან ქვეყანასაც უმტრო რუსულ თამაშში მონაწილეობით. ადამიანების და ქვეყნის ჯალათი გონებადაბინდულმა საზოგადოებამ გმირად შეიძლება გამოაცხადოს, მაგრამ ძალიან ხანმოკლედ. დრო ყველაფერს თავის ადგილას აყენებს. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.
მალხაზ პატარაია
მოძრაობა ,,დაბრუნების" თავმჯდომარე
მასალის გამოყენების პირობები






