ევროკავშირი უკრაინის ხელისუფლებისგან ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფას მოითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
„ევროკავშირი-უკრაინის ურთიერთობის განვითარებაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საკვანძო ელემენტია, რომელსაც სხვა რეფორმების წარმატებაც ემყარება.
გენერალური პროკურორის ოფისის მიერ კორუფციული გამოძიების გასაჯაროება მნიშვნელოვნად ასუსტებს უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს შესაძლებლობას, ეფექტურად აწარმოოს გამოძიებები და ძირს უთხრის კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიმართ საზოგადოების ნდობას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკრაინის ხელისუფლებმა უნდა გააძლიეროს ძალისხმება, რათა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობა, ოპერატიულობა და ეფექტურობა. ამ ინსტიტუტების მუშაობა უნდა გაძლიერდეს და არა პირიქით,“ - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






