არ დაგავიწყდეთ, ძალა ერთობაშია!
პოზიცია - 19:12, 14 Jul, 2013     1828

 


ვვარაუდობ, არც პირველი და არც მეორე შემთხვევით არ წამოსცდენია პრემიერს. სხვა სიტყვებით, ეს გამონათქვამები ამას ნიშნავს:

ჩამოიცილეთ ან ჩამოსცილდით პრეზიდენტს და ჩვენც შეგეშვებით, იყავით ოპოზიცია. ეს ძალიან ვერაგული რუსული გეგმაა და გულისხმობს პრეზიდენტის იზოლაციას მისი მომხრეებისაგან. ოპოზიციის განადგურების ოცნება, ხოლო შემდგომ კი მთელი ქვეყნის, ამჯერად სწორედ აქ იმალება და არა მის დევნა–შევიწროებაში.


პარადოქსული, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს სრული ოკუპაციის საფრთხე არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არამედ თბილისიდან, მთავრობის სახლიდან და შუშის სასახლიდან ემუქრება. საბჭოურ ისტორიის სახელმძღვანეოებში ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდგომი თემა, თუ გახსოვთ, გახლდათ ,,საბჭოთა ხელისუფლების ტრიუმფალური სვლა". ჰოდა, 10 თვის წინ დაწყებული რუსული ხელისუფლების ტრიუმფალური სვლა საქართველოში, რომელის დასაწყისი ისტორიის ირონიით ჩვენში ისევ ოქტომბერია, თუმც ვერ ვიტყვი ისეთივე წარმატებით, მაგრამ მცოცავ–მფორთხავი ტემპით ნაბიჯ–ნაბიჯ მაინც ვითარდება.
არჩევნებში რუსეთის მიზანი მის მიერვე შეკრული, მომართული და დაფინანსებული ,,ქართული ოცნების" გამარჯვება სრულებითაც არ ყოფილა. აქ რაღაც არაბული რევოლუციების მსგავსი იგეგმებოდა რუსეთის სამხედრო დარტყმით. თუმცა, დასავლეთმაც შეამჩნია ეს, პრეზიდენტმაც და მმართველმა გუნდმაც. ამიტომ იყო, რომ ხელისუფლება სასწრაფოდ შეაჩეჩეს ივანიშვილს საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, პირველი ოქტომბრის 20 საათზე და 01 წუთზე, როდესაც,,რუსთავი 2"-მა თავისივე შეკვეთილი ეგზიტპოლების შედეგებით გამარჯვებულად ,,ოცნება" გამოაცხადა.


გეგმა ჩავარდა, ოკუპანტი იძულებული იყო შეგუებოდა სხვა ვითარებას, რომელიც არ დაუგეგმავს და ამისათვის არც სათანადო რესურსი გააჩნდა, რადგან ჰყავდა სრულიად ამორფული გუნდი, ქვეყნის სამართავად უვარგისი, ხელოვნური და არაკვალიფიციური კონგლომერატი. გეგმაც ფართხაფურთხით შეიცვალა, სამხედრო აგრესიას პოლიტიკური აგრესია ჩაენაცვლა. პარლამენტის და მთავრობის აღების შემდეგ განისაზღვრა გამწარებული შეტევის რამდენიმე სამიზნე, რომლის გაკონტროლების გარეშე რუსეთი გამარჯვებას ვერ გამოაცხადებდა: ადგილობრივი თვითმმართველობები, პრეზიდენტი, სასამართლო, თბილისის თვითმმართველობა,საზოგადოებრივი მაუწყებელი და ჯარი.
შულავერის მთავრობამ ადგილობრივ თვითმმართველობებზე შტურმი დიდი ბუქსაობით, მაგრამ წარმატებით დაასრულა. სასამართლოში წაიფორთხიალა,თუმცა თბილისის თვითმმართველობაში და საზოგადოებრივ მაუწყებელზე იმძლავრა და ამ უკანასკნელებზე სრული კონტროლის დამყარება მხოლოდ დროის საქმეა. დარჩა პრეზიდენტი, სასამართლო და ჯარი. ამათგან სახიფათო მხოლოდ პრეზიდენტია და ამ ბასტიონის დაცემის შემდეგ დანარჩენსაც იოლად მოევლება.


რეალობა ისეთია, რომ ამ რუსული აგრესიის ორგანიზებული შემაკავებელი ქვეყნის შიგნით მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიცია და პრეზიდენტია. არასაპარლამენტო ოპოზიცია სუსტი, არც ისე პოპულარული და დაქსაქსულია. სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიციასაც სერიოზული დანაკარგები აქვს და მძლავრი ზეწოლით ნელ–ნელა თმობს საკვანძო პოზიციებს. ტაქტიკური უკუსვლები, რაღაც ვითარებებში სულის მოთქმისა თუ ძალთა გადაჯგუფებისათვის შეიძლება გამართლებულიც იყოს, მაგრამ ეს უკანდახევები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ამით არ უნდა იყოს განპირობებული. აქ მხოლოდ პუტინისაგან ზურგმომაგრებული მთავრობის ძლიერი და აგრესიული შეტევები არ შეიძლება იყოს მიზეზი.


რუსეთს დასავლეთი საკმარისად წარმატებულად ზღუდავს თავის ბოროტ ვნებებში. ეს, ამას წინათ თბილისში გამართულმა ნატოს საბჭოს სხდომამაც აჩვენა და ევროკავშირის გაფართოების ბათუმის კონფერენციამაც. მიზეზი აქ სხვაა და თავად საპარლამენტო ოპოზიციაშია. ის კარჩაკეტილია, თავის წვენში იხარშება და არ ეძებს მოკავშირეებს არც პოლიტიკურ ველზე და არც საზოგადოებაში. ვგონებ, ისევ ძველი ავადმყოფობა განუახლდათ, რასაც თვითონ ადრე საზოგადოებასთან კომუნიკაციის არქონას ეძახდნენ, და ვერ მორევიან.


ამასობაში კიდევ ახალი ულტიმატუმია წამოყებული: მოგვეცით პრეზიდენტის თავი!


სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანს მერყეობა უკვე ემჩნევა. აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ პარტიის განახლების პირობა თურმე სააკაშვილის და მერაბიშვილის გადადგომა იქნება პარტიის ხელმძღვანელობიდან, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისურვა კონსტრუქციული ოპოზიციის როლის შესრულება.


ძალიან დიდი გულუბრყვილობა იქნება, მეტი რომ არ ვთქვათ, ამ ავანტიურაში ჩაყოლა. აბა წარმოიდგინეთ, გაგანია ომის ველზე მოწინააღმდეგეს დაეთანხმო მათთვის მიუღებელი თქვენი მეთაურების შეცვლაზე მისაღებით, მშვიდობის დაპირების სანაცვლოდ. რას იზამს მტერი, თუ ამ მოთხოვნას შეუსრულებთ? სროლას შეწყვეტს და მართლა დაგიზავდებათ? ან როგორი იქნება თქვენი მეომრების რეაქცია. ნამდვილი მეომარი უცილობლოდ გაოგნებული პირს დააღებს, შეიცხადებს და იარაღიც შესაძლოა შეგიბრუნოთ ან არ დაგემორჩილოთ. შეიძლება თქვენიც გაიტანოთ, მაგრამ მტერს ეს არ შეაჩერებს, კიდევ უფრო წაახალისებს და დემორალიზებულ ჯარს ადვილად გაუმკლავდება,როგორც იტყვიან, დაანგრევს. ასეთია ომის ლოგიკა და არა მგონია პოლიტიკურ ბატალიებში სხვა ლოგიკა მოქმედებდეს. ამდენად, ძალიან სახიფათოა პირველ რიგში ქვეყნისთვის და შემდეგ თავად ოპოზოციისთვისაც ამ ცდუნებაზე აყოლა.
ნებისმიერ ბრძოლა ბრძოლას იგებს სიმტკიცე, სულისკვეთება და ერთობა.


ბავშვობაში ჭადრაკს ვთამაშობდი და მწვრთნელები საკუთარი გამოცდილებიდან სულ იმას გვეუბნებოდნენ, გუნდურ შეჯიბრებაში ახალი დებიუტი არ გვეთამაშა, თორემ აუცილებლად წავაგებდით. გვეკეთებინა, ის რაც კარგად ვიცოდით და გამოგვდიოდა. ეს წესი ყველა მოჭადრაკემ იცის. ასეთია გუნდური თამაში - უშუალოდ ბრძოლაში ინდივიდუალური ექსპერიმენტების და მით უფრო კეკლუცობის დრო აღარ არის. მას დაბნეულობა მოაქვს და საბოლოოდ კი მარცხი.


ყოველგვარი წაფორთხიალება, გათიშულობა, ურთიერთქიშპი ახლა მხოლოდ მტერს აწყობს უმნიშვნელოვანესი ფორპოსტის - პრეზიდენტის თანამდებობის პლასტელინიზაციაში, ან, როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა იხუმრა - პლაზელინიზაციაში. მოქმედი პრეზიდენტის იზოლაცია კი ამ საქმეს მას უცილობლად გაუადვილებს.

 



მალხაზ პატარაია

მოძრაობა ,,დაბრუნების" თავმჯდომარე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42