„ის არავის დაუბარებია და შესაბამისად, არა, არ მივა დაკითხვაზე. გენპროკურორს უფლება არ აქვს სატელევიზიო ეთერიდან გამოიძახოს დაკითხვაზე“ - განაცხადა კულიჩციკმა.
მანამდე, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ სააკაშვილს 24 საათიანი ვადა მისცა, რომ ის ნებაყოფლობით გამოცხადდეს სამართალმცავ ორგანოში, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ზომა იქნება მიღებული მის დაკითხვაზე მისაყვანად.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან გუშინ, დილიდან სპეცრაზმი იყო მობილიზებული. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






