კიევში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო მედია ეხმაურება.
„დასავლეთმა უკრაინაში არასწორ ადამიანს დაუჭირა მხარი" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა "Bloomberg“.
"Deutsche Welle” წერს, რომ „სააკაშვილის მხარდამჭერები უკრაინის უშიშროების ძალებს ებრძოდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ საქართველოს ყოფილი ლიდერის დაპატიმრება გადაიფიქრა. სააკაშვილმა პეტრო პოროშენკომ გადადგომისკენ მოუწოდა.“

მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდონარე მოვლენებს გამოეხმაურა "The new york times". „საქართველოს ექსლიდერი უკრაინელ აგენტებს სახურავზე შეხვდა“ - ასეთია NYT-ის სტატიის სათაური.
Washington post: „საქართველოს ყოფილი ლიდერი აქტივისტებმა გაათავისუფლეს რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ“ - წერს გამოცემა და დეტალურად აღწერს სააკაშვილის დაკავება-გათავისუფლებისა და საქართველოდან წასვლის ქრონოლოგიას.

ბრიტანული გამოცემა The Independent კი წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი სახლის სახურავიდან გადახტომით იმუქრებოდა, როდესაც პოროშენკოს გამომძიებლებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული.

BBC-იმ დაწერა, რომ კიევში, საქართველოს ყოფილი ლიდერი პოლიციისგან გაათავისუფლეს.

მასალის გამოყენების პირობები






