„კურჩენკოს მე პირადად საერთოდ არ ვიცნობ, ნაკლებად იცი ვინაა. სამაგიეროდ კარგად ვიცნობ პუტინს, ბარემ მასთან საუბარი გამოექვეყნებინათ“- წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ დღეს დილით მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას გულისხმობს. რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერები პოლიციას მისი საპატრულო მიკროვტობუსით გადაყვანის საშულებას არ აძლევდნენ, მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილი მიკროავტობუსიდან ძალის გამოყენებით დაიხსნეს.
უკრაინნის ხელისუფლება სააკაშვილს ბრალს სდებს, რომ ის უკრაინის ექს-პრეზიდენტის , ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის წევრ სერგეი კურჩენკოსგან დაფინანსებას იღებდა იმისთვის, რომ უკრაინაში დესტაბილიზაცია გამოეწვია. თავად კურჩენკო ამჟამად რუსეთში ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები






