დაკავებული სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წარმოება, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან სპეცრაზმი იყო მობილიზებული. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას ითვალისწინებს. აღნუშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






