„თქვენ დღეს მიხსენით. თქვენ დღეს ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეთ და ახლა ის თქვენ და უკრაინას გეკუთვნით. მოდით უმაღლესი რადასთან მოედანზე. პირდაპირ სამსახურის შემდეგ. ვაიძულოთ მათ წავიდნენ მანამ სანამ ამის შანსი აქვთ.
ჩვენი მოთმინება ამოიწურა! მოვუწოდებ უკრაინელებს, კიეველებს, აღარ მისცეთ ბარიგებს მოტყუების უფლება. პოროშენკოს, ლუცენკოსა და სხვებს არ უნდა ჰქონდეთ თანამდებობზე დარჩენის უფლება. მოვუწოდებ უკრინალებს, შეიკრიბონ აქ და მოითხოვონ პოროშენკოს იმპიჩმენტი. დღეს, როდესაც დამაკავეს, უკრაინელი ხალხის გმირობა ვნახე...
არ მინდა არანაირი თანამდებობა. მოდით აქ, ამ მოედანზე და ვუთხრათ ბანდიტებს, ქურდებს, რომ უკრაინელი ხალხი დაიღალა და აღარ მოითმენს.
მე ვმეთაურობდი პუტინის წინააღმდეგ არმიას. მე ჩამოვიყვანე აქ ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძოდნენ . ისინი კი ჩვენ პუტინისთვის მუშაობაში გვდებენ ბრალს" - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან სპეცრაზმი იყო მობილიზებული. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას ითვალისწინებს. აღნუშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






