სააკაშვილი წაყენებულ ბრალდებას ტყუილს, გავრცელებულ ჩანაწერებს კი გაყალბებულს უწოდებს
მსოფლიო - 17:37, 05 Dec, 2017     1965
მიხეილ სააკაშვილმა ტყუილი უწოდა უკრაინის გენერალური პროკურორის მხრიდან წამოსულ ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ბიზნესმენი კურჩენკო აფინანსებს. გავრცელებულ ჩანაწერებს კი გაყალბებულად აცხადებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება სააკაშვილის პარტიამ „ახალ ძალთა მოძრაობამ“ გამოაქვეყნა:

„გენერალური პროკურორის განცხადება - არის აშკარა ტყუილი და მიმართულია უკრაინაში საპროტესტო აქციის დისკრედიტაციისკენ. ხელისუფლების მოსალოდნელი ქმედებების შესახებ სააკაშვილს სარწმუნო წყაროებიდან მიაწოდეს ინფორმაცია და მან ის 29 ნოემბერს გამოაქვეყნა. წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დაადასტურა დღეს გენერალური პროკურატურის და უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებმა.“- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე სააკაშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება სააკაშვილისგან ცდილობს „კრემლის აგენტის“ შექმნას და ამ მიზეზით დაპატიმრებას :

„კვირას იმპიჩმენტთან დაკავშირებით გამართული მრავალათასიანი მარშის საპასუხოდ ხელისუფლება შეტევაზე გადავიდა და აგრძლებს პოლიტიკურ რეპრესიებს მიხეილ სააკაშვილის და „ახალ ძალთა მოძრაობის“ მხარდამჭერების მისამართით.“- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ დღეს დილით მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას ითვალისწინებს. რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერები პოლიციას მისი საპატრულო მიკროვტობუსით გადაყვანის საშულებას არ აძლევდნენ, მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილი მიკროავტობუსიდან ძალის გამოყენებით დაიხსნეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42