ამ საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ, დღესვე იმჯელებს.
უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში სდებს ბრალს.
თუმცა, ამ დრომდე ვერ ხერხდება იმ მანქანის გადაადგილება, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ორ საათზე მეტია , მანაქანა, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ბლოკირებულია, სამართალდამცავები ხალხის ბლოკადისგან მანქანის გათავისუფლებას ცდილობენ.
აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა გავრცელებული ცნობით, არაინ დაშავებულები, როგორც სამართალდამცავთა ასევე სააკაშვილის მხარდამჭერთა მხრიდან.შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. სააკაშვილი სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა.
უკრაინინი უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






