უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, რომელმაც პოლიციის მიკროავტობუსის შუშა ჩაამტვრია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილის დაკავების დროს 50 წლამდე ქალი პოლიციის მიკროავტობუსთან მივიდა და შუშა ჩაამტვრია, ის პოლიციელებმა ადგილზევე დააკავეს.
ავტომობილი, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება , ამ დრომდე მის სახლთან მიმდებარე ქუჩაზეა გაჩერებული, მას მოძრაობის საშუალებას სააკაშვილის მხარდამჭერები არ აძლევენ.
აქტივისტებსა და პოლიციას შორის უკვე რამდენიმე დაპირისპირებას ქონდა ადგილი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. სააკაშვილი სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა.
დაანონსდა, რომ კიევის დროით 16:00 საათზე, პარლამენტში ე.წ. მიხომაიდანის ("Михо-Майдана") დაფინანსების წყაროებზე გენერალური პროკურორი იური ლუცენკო "სენსაციურ"განცხადებას გააკეთებს .
მასალის გამოყენების პირობები






