რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა , უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს, უკრაინის თავის ტკივილია.
„ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. რა თქმა უნდა, ეს უკრაინის თავის ტკივილია და ვიტყოდი, ამას მტერსაც არ ვუსურვებ. თუმცა, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს მტრებად არ მივიჩნევთ“ - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. სააკაშვილი სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა.
დაანონსდა, რომ კიევის დროით 16:00 საათზე, პარლამენტში ე.წ. მიხომაიდანის ("Михо-Майдана") დაფინანსების წყაროებზე გენერალური პროკურორი იური ლუცენკო "სენსაციურ"განცხადებას გააკეთებს .
მასალის გამოყენების პირობები






