მსჯავრდებულები ვაჟა ნაცვლიშვილს პაემნებზე მისული ახლობელების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების შეურაცყოფაში ადანაშაულებენ. ისინი კონკრეტულ ფაქტებს ასახლებენ და დაცვის უფროსის მოხსნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხვლიდან შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.
,,ჩვენი ოჯახის წევრები, ქალები რომ მოდიან, ვაჟა ნაცვლიშვილი უტარებს საზიზღრულ შემოწმებას. ატოვებინებს ტელეფონებს, მერე იწერს ნომერებს იქიდან და ეს გოგოები საკუთარი ქმრების ნახვის შემდეგ რომ გადიან, ეუბნება რა გაწმენდილი თვალები გაქვს, ემესიჯება, ეუბნება გავიცნოთ ერთმანეთი. 11 წლის ბავშვი მოვიდა ,,სვიდანიაზე", გააშიშვლა და ბავშვი აკანკალებული იყო - მე მეორედ აქ არ მოვალო. თუ ხვალიდან ეგ არ იქნება გათავისუფლებული, ვიწყებთ შიმშილობას. ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს", - აცხადებს პატიმარი თამაზ გასვიანი ,,რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში.
სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია.
,,ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური საჩივარი არ შემოსულა, თუმცა იმ ზარების საფუძველზე, რაც შემოვიდა ჩემსა და სხვა თანამშრომლების ტელეფონზე, დაიწყო სამსახურეობრივი მოკვლევა. იმისდა მიხედვით, რა გამოიკვეთება, მოხდება შესაბამისი რეაგირება. თუ დადასტურდა ეს ფაქტები, იქნება ადექვატური რეაგირება და კანონი ამოქმედდება სრული სიმკაცრით", - აცხადებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსი ირაკლი კორძაია.
მასალის გამოყენების პირობები






