ამის შესახებ, დეპუტატმა „112 Украина“-ის ეთერში განაცხადა.
განცხადება, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, პარლამენტში ე.წ. მიხომაიდანის ("Михо-Майдана") დაფინანსების წყაროებზე გაკეთდება.
„ვფიქრობ, ის, რასაც დღეს მოისმენთ, სენსაციური იქნება. ვიცით, რომ უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ გახსნეს საქმე, ე.წ. „მიხო-მაიდანის“ დაფინანსების შესახებ. ვფიქრობ, ხალხი, რომელიც ამას აფინანსებდა, სერიოზული სიურპრიზი იქნება პრესისთვის და მთელი უკრაინისთვის“ - განაცხადა ბერეზენკომ.
„256 და 110 მუხლი განიხილება, თუ არ ვცდები, ეს სახელმწიფოს ღალატი(110) და კრიმინალური დაჯგუფების თანამონაწილეობას(256) გულისხმობს. სააკაშვილის ბინაში ჩატარებული სპეცოპერაციის გათვალისწინებით, პირველი შეკითხვა ალბათ, ეს იქნება" - დასძინა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. სააკაშვილი სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადაციას არ გამორიცხავს.
მასალის გამოყენების პირობები






