მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია NewsOne-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ადვოკატმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის ბინის კარს ამტვრევენ.
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა საქმე სააკაშვილის დეპორტაციას უკავშირდებოდეს, ადვოკატმა უპასუხა:
„ასეთი რისკი რეალურად არსებობს. ასევე, არსებობს ორი რისკი, რომელიც შესაძლოა, ჩხრეკას უკავშირდებოდეს: უკრიანიდან უკანონო გაძევება, შესაძლო დაკავება და დაპატიმრებაც კი. მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა ეს ქმედება უკანონო იქნება, რადგან კანონის თანახმად, დეპორტაცია და ექსტრადირება აკრძალულია იმის გამო, რომ ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის ქმედებები სააკაშვილისთვის, რომელიც იმ პირის სტატუსის მინიჭებას ეხება, რომელიც დამატებით დაცვას საჭიროებს“ – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, უკრაინაში , მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები






