იემენის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი მოკლეს. როგორც "როიტერსი" იტყობინება, ამის შესახებ მეამბოხე ჰუსიტების კონტოლირებადი მედია იტყობინება.
ერთ-ერთი ვერსიით, სალეჰი მისი სახლის აფეთქების დროს დაიღუპა. სალეჰის გარდაცვალების ცნობა ოფიციალურად ამ დრომდე არ დადასტურებულა.
შეგახსენებთ, იემენის დედაქალაქ სანაში მეამბოხე ჰუსიტებსა და ქვეყნის პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის ერთგულ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები რამდენიმე დღის წინ განახალდა. გავრცელებული ცნობით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში 125 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
იემენში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. ერთმანეთს შიიტი მეამბოხე ჰუსიტები და იემენის სუნიტი პრეზიდენტის მომხრეები ებრძვიან. ყოფილი პრეზიდენტი, სალეჰი, ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გადადგა. სწორედ მას უჭერენ ამბოხებული ჰუსიტები მხარს.
იემენის ამჟამინდელ პრეზიდენტს მანსურ ჰადის არაბულმა ქვეყნებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. სამთავრობო ძალებს 2015 წლიდან მხარდაჭერას უწევს კოალიცია, რომლის სათავეში საუდის არაბეთი დგას.
იემენის ხელისუფლება და საუდის არაბეთი ჰუსიტების მფარველობაში ირანს ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები






