სიახლე „სამედიცინო კორპორაცია ევექსში“ დიაბეტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის
ჯანმრთელობა - 15:23, 04 Dec, 2017     2248
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი” დიაბეტის მართვის პროგრამის სპეციალიზირებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტში ჩაერთო, რაც დიაბეტის მქონე პირებისათვის გარკვეული კვლევების თანადაფინანსებას გულისხმობს.

პროგრამა გულისხმობს შაქრიანი (ინსულინმომხმარებელი, არაინსულინმომხმარებელი) დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით მედიკამენტის დოზის კორექციას, ასევე პროგრამის მოსარგებლეების შესაბამის სამედიცინო განათლებას. პროგრამის ფარგლებში პაციენტებს საჭიროებისამებრ ჩაუტარდებათ ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის და ანგიოლოგის კონსულტაციები, ასევე კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევები:

გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, არანაკლებ 6 ერთეულისა ერთ პაციენტზე;

გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა;

კრეატინინის და/ან შარდოვანას განსაზღვრა სისხლში;

მიკროალბუმინურიის კვლევა;

სისხლის საერთო ანალიზი;

შარდის საერთო ანალიზი;

С- პეპტიდი;

ჰომა - 2-ის ინდექსი;

ე.კ.გ;

პროგრამა ასევე ითვალისწინებს უშაქრო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად ნევროპათოლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:

სისხლის საერთო ანალიზი

თავის ქალის რენტგენოგრაფია

თვალის ფსკერისა და მხედველობის ველის გამოკვლევა

გლუკოზის განსაზღვრა სისხლში უზმოდ და ჭამის შემდეგ

შარდის საერთო ანალიზი (არანაკლებ 2 ერთეულისა)

ზიმნიცკის სინჯი (არანაკლებ 2 ერთეულისა)

ელექტროლიტების - Na, К - განსაზღვრა სისხლში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ დიაბეტის მქონე პირებს აღნიშნული პროგრამით იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის და კახეთის შემდეგ სამედიცინო ცენტრებში მოემსახურება:

წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი მის: პ.იაშვილის № 9

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მის: ოცხელის N2

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი მის: გამსახურდიას №206

ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში მის: მემედ აბაშიძის №18;

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი მის: ვ. სეხნიაშვილის №1

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სამედიცინო კორპორაცია ევექსის ცხელ ხაზს: 2 55 05 05, *05 05





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42