მაია რჩეულიშვილის განცხადებით, მათთვის გირაოს დაწესებით, "ცენტრ პოინტს" საშუალება ეძლევა მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
"ჩვენ მოვალეობების შესრულების პროცესში უკვე ვართ, ყველა გაჩერებული ობიექტი დაძრულია და ვფიქრობ, ერთ წელიწადში ყველა მოვალეს დავაკმაყოფილებთ", - განაცხადა რჩეულიშვილმა.
რუსუდან კერვალიშვილმა ჯერჯერობით არ იცის, რამდენად შესძლებს იგი 250 000 ლარის გადახდას, თუმცა იგი კმაყოფილებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ სასამართლომ "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურიაც გაათავისუფლა პატიმრობიდან.
"კმაყოფილი ვარ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით და მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლეს, ჩემთვის საქმიანობის გაგრელებისა და მოვალეობის შესრულების საშუალების მოცემისთვის, ხოლო ივანე ცაგურიას პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის, - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






