რუსეთში, არხანგელსკის რაიონში, რუსული არმიის მაიორს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა უფლებამოსილების გადაჭარბებითა და ბოროტად გამოყენების ბრალდებით.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ოფიცერი , როფელ რიკასიხში დისლოცირებულ სამხედროებს ორგიებში მონაწილეობის მიღებას აიძულებდა. უფრო კონრეტულად კი, მათ სასქესო ორგანოების გაზომვას აიძულებდა.
ჯარისკაცები, თავიანთი მეთაურის „გატაცებას“ რამდენიმე თვის განმავლობაში მალავდნენ, თუმცა საბოლოოდ, რამდენიმე ჯარისკაცმა სამხედრო პროკურატურაში კოლექტიური სარჩელი შეეიტანა.
სარჩელის თანახმად, ერთ-ერთი შემთხვევა, 2017 წლის 4 აპრილს მოხდა.
„საღამოს შემოწმების შემდეგ, მეთაურმა ი.-მ ბრძანა , ფიზიკური შემოწმებისთვის სრულიად შიშვლები გამოცხადებულიყავით, თუმცა , ბრძანება იყო, თან გვქონოდა, ქამრები, ჩაფხუტები და .შ.“ - ნათქვამია სარჩელში.
მოსარჩელეების თქმით, ამის შემდეგ მეთაური ჯარისკაცებთან მივიდა, მწკრივში მდგომთაგან ერთ-ერთი გამოიძახა და მას სასქესო ორგანოს ჩვენება, შემდეგ კი მეორეს სახაზავით მისი გაზომვა უბრძანა.
„მაიორმა თქვა, ვისი სასქესო ორგანოც ყველაზე დიდი აღმოჩნდებოდა, შეეძლო, მთელი დღის განმავლობაში დაეძინა“ - ნათქვამია სარჩელში.
ყოველ მომდევნო დღეს კი, აღნიშნული „შემოწმებები“ გრძელდებოდა. სარჩელის თანახმად, მეთაურმა ი.-მ , „ერთ-ერთ ჯარისკაცსკოლეგების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებების ჩადენა აიძულა.“
მასალის გამოყენების პირობები






