შეკრებილები კომპანიის მფლობელის მიერ ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, იმ განცხადების გამო, როდესაც მან "ევრომაიდანს" სახელმწიფო გადატრიალება უწოდა.
NewsOne-ის რედაქციაში კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ქმედება უკავშირდება ფაქტს, რომ NewsOne ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას პირდაპირ ეთერში აჩვენებდა.
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანიის ეთერში განცხადება გააკეთა.
„დღეს, ევრომაიდნის შემდეგ ყველაზე დიდი აქცია გაიმართა. NewsOne“ ერთადერთი ტელეარხი იყო, რომელმაც ეს მრავალათასიანი მსვლელობა გააშუქა. პარალელურად, ჩემი მიტინგზე გამოსვლიდან ნახევარ საათში დაიწყო ამ ტელეარხის ბლოკირება. ისინი ამბობენ, რომ არხის მფლობელის განცხადების გამო არიან აქ. მან კი ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მე არ ვთვლი, რომ ტელეარხის სწორედ დღევანდელ დღეს ბლოკირება დამთხვევაა. შექმნილი ვითარება აწყობს პოროშენკოს და ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომლებიც უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს ძირს უთხრიან, იტაცებენ და ქვეყნიდან აძევებენ ხალხს. მათ, ვინც ქართველ ოლიგარქებთან და რუსეთის სპეც სამსახურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩემი გატაცებისა და უკრაინიდან დეპორტაციის მიზნით” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ტელეარხი ამ დრომდე ბლოკირებულია.
მასალის გამოყენების პირობები






