
ხან გიო+მაკა=შ. ხან 1982 წ. X ბ კლასი და ა.შ.... ამ ქმედების შეფასებისთვის ძალიან პატარა ვიყავი, როცა ერთ-ერთი ექსკურსიის დროს, ტაძარში გაკეთებულ მსგავს წარწერაზე უცხო მამაკაცმა სინანულით და უფრო გაბრაზებით წარმოსთქვა თავისთვის: ,,ამის გამკეთებელს ხელები უნდა მოამტვირო!". ,,ხელის მომტვრევა", ალბათ, პირობითად ნათქვამი იყო, მაგრამ ეს რომ დაუშვებელი იყო, ამას კი მივხვდი.
ამავე საბჭოთა ეპოქაში, ხშირად წააწყდებოდით სხვადასხვა დაწესებულებებსა და საცხოვრებელ შენობებზე მსგავსი შინაარსის წარწერებს, მთავარია ,,დამოუკიდებლობა და თავისუფლება" არ მიეწერა ვინმე უფრო საღად მოფიქრალს, რის გამოც წერა-კითხვასაც დაგავიწყებდნენ...
ეს ყველაფერი დღეს, თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე გავლისას გამახსენდა... თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ბევრი კამათი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ ფაქტია - ძალიან ლამაზია დღეს მარჯანიშვილის ქუჩაც და აღმაშენებლის გამზირიც... ის წარწერები კი, რაც ამ შენობებს დღეს ,,ამშვენებს", სულ მცირე ჩვენს უკულტურობაზე მეტყველებს, ხოლო თუ მის შინაარსსაც კარგად დავუკვირდებით, უკვე ქართული საზოგადოების მენტალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რაც კიდევ უფრო დამაფიქრებელი და სახიფათოა...


,,ნიუპოსტი"
,,ნიუპოსტის" ფოტომასალა
მასალის გამოყენების პირობები






