თუ რადა იმპიჩმენტის კანონს არ მიიღებს, პოროშენკოს სამსახურში არ შევუშვებთ - მიხეილ სააკაშვილი
მსოფლიო - 18:20, 03 Dec, 2017     3556

"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ევროპის მოედანზე გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ თუ მომავალი კვირის განმავლობაში უკრაინის რადა "იმპიჩმენტის სესახებ კანონს" არ მიიღებს, მომიტინგეები 10 დეკემბერს "მაიდანზე" შეიკრიბებიან და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შესვლის უფლებას არ მისცემენ.

"მე მოგიოდებთ, არ ველოდოთ კიდევ 25 წელი, ოლიგარქის დიქტატურა მოვიშოროთ და უკრაინაში, თავისუფლების პირობებში, საშუალო კლასის დიქტატურა დავამყაროთ. დატაცებული ქონებით გაქცევის უფლებას ჩვენ მათ არ მივცემთ.ჩვენ ვიცით მათი ანგარიშის ნომრები, მათი სახლების მისამართები და ყველას მივაკითხავთ, ყველას მოვკითხავთ, რატომ გვძარცვავდნენ და როდის დააბრუნებენ ნაძარცვს. მე არ ვარ კომუნისტი, მაგრამ ოლიგარქებს მოპარული ქონება უნდა წავართვათ. ეს დასაწყისია. რევოლუციის ნაცვლად ჩვენ იმპიჩმენტი გვჭირდება," - აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტარებს სასესიო კვირა აქვთ, რაც მათ იმის შანსს აძლევს, რომ იმპიჩმენტისა და ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ კანონები მიიღონ, თუმცა მას ამის იმედი არ აქვს, სამაგიეროდ აქვს ხალხის ძალის იმედი.

"ჩვენ დღეს ხუთჯერ იმაზე მეტნი ვართ ვიდრე წინა კვირას. მომავალ კვირას მაიდანზე ასიათასობით უკრაინელი შეიკრიბება. მე არ მოგიწოდებთ კარვების დადგმისა და კიევის ცენტრის პარალიზებისაკენ, ხქალხს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს. ჩვენ ცოტათი ზემოთ გადავინაცვლებთ და პრეზიდენტს სამუშაო ადგილზე არ შევუშვებთ," - აცხადებს სააკაშვილი.

მან ასევე მოუწოდა მოსახლეობას, რომ იმ შემთხვევაში თუ მას უკრაინიდან გაიყვანენ, მაინც შეიკრიბონ და ოლიგარქები გაიყვანონ კაბინეტებიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42