"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს "იმპიჩმენტის მარშში" მონაწილეობისკენ მოუწოდებს:
მივმართავ ოპოზიციური ძალების ლიდერებს - Юлія Тимошенко, Андрій Садовий, Анатолій Гриценко, Василь Гацько (Vasyl Gatsko), Олег Тягнибок, Valentyn Nalyvaichenko, Dmytro Dobrodomov, Віктор Чумак, Егор Фирсов, Mustafa Nayyem. კიევში გაიმართება "იმპიჩმენტის მარში". ეს ერთადერთი შანსია მშვიდობიანი კანონიერი ფორმით შევაჩეროთ უკრაინის დიქტატურაში ჩაძირვა.
"ღირსების რევოლიციის" დაწყებიდან 4 წლის შემდეგ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არავინ დაუსჯია მაიდანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის. იგი დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, მასიურად არღვევს ადამიანის უფლებებს, და, რაც მთავარია - ყოველ დღე ძარცვავს არმიას, სიღარიბისკენ მიაქანებს პენსიონერებს, ღირსეულ მომავალს ართმევს ჩვენს ახალგაზრდობას. თუ ჩვენ მათ ახლა არ შევაჩერებთ, ჩვენ ვუღალატებთ "ღირსების რევოლუციას", ვუღალატებთ მათ, ვინც სიცოცხლე გასწირა კივში თუ აღმოსავლეთ უკრაინაში და რაც ყველ;აზე უარესია, ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას.
თუ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება დაამარცხოს კორუფცია, შეწყვიტოს რეპრესიები და ქვეყანაში წესრიგი დაამყაროს, პოლიტიკური ნება ხალხმა უნდა გამოხატოს. ჩვენ ერთად დავიბრუნებთ ქვეყანას, ერთად დავამარცხებთ მტერს, ერთად დავიბრუნებთ ყირიმსა და დონბასს.
ამიტომაც მოგიწოდებთ, დადექით ხალხის გვეტდით, რომელიც "იმპიჩმენტის მარშზე" გამოვა. ეს არის ყველა პატრიოტის, უკრაინის ყველა მოქალაქის მარში, რომნლებიც არ ნებდებიან, მზად არიან დაიცვან საერთო ინტერესები და შეაჩერონ ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა,
შევხვდებით 3 დეკემბერს კიევში შევჩენკოს პარკში 12 საათზე," - წერს სააკაშვილი ფეისბუქ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






