ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის განცხადებით, Kaspersky Lab-ის პროდუქტების გამოყენება, ეროვნული უსაფრთხოებისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს და არ არის გამორიცხული, რომ ანტივირუსისა და სხვა პროდუქტების გამოყენება სახელმწიფო დაწესებულებებში აიკრძალოს.
ამ განცხადების საპასუხოდ, Kaspersky Lab-ის მესვეურებმა განაცხადეს, რომ მხად არიან ბრიტანულ სააჰენტოსთან მოლაპარაკებები აწარმოონ მათი კომპანიის პროდუქტების დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შესწავლის თაობაზე.
"კასპერსკის" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რისკები არ ნიშნავს, რომ არსებობს აშკარა დადასტურება მათი პროდუქტის უვარგისობის, ან რაიმე ნორმების დარღვევის შესახებ. კომპანია იმასაც უსვამს ხაზს, რომ კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი არ კრძალავს ანტივირუსის გამოყენებას კერძო სექტორისა და ჩვეულებრივი მომხმარებლების მიერ.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე წელია მიმდინარეობს საუბარი, რომ "კასპერსკის ლაბორატორია" უშუალოდ იმართება კრემლის მიერ და მისი მეშვეობით, რუსეთის დაზვერვა სხვადასხვა ქვეყნების საიდუმლო მონაცემებთან წვდომას ახერხებს.
Kaspersky Lab-ის პროდუქტები უკვე აკრძალულია აშშ-ის სახელმწიფო დაწესებულებეში.
მასალის გამოყენების პირობები






