აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინს FBI-სთვის ყალბი ჩვენების მიცემა ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ფლინმა თანამდებობა მიმდინარე წლის 13 თებერვალს დატოვა. საქმე ეხება მის ირგვლივ აგორებულ სკანდალს, რომლის მიხედვითაც, ფლინი ტრამპის პრეზიდენტობამდე, რუსეთის ფედერაციის ელჩს ესაუბრა და გააფრთხილა, რომ შეიძლებოდა, ობამას მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიეღო, თუმცა მას მომავალი პრეზიდენტი გააუქმებდა, ტრამპის ადმინისტრაციისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.
მოგვიანებით მან ის რუსული კომპანიები დაასახელა, რომლებისგანაც ჰონორარები აიღო.
ფლინი არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე ფედერალური გამომძიებლებისა და კონგრესის წარმომადგენლებისთვის ჩვენების მისაცემად მზად იყო, თუმცა სანაცვლოდ იმუნიტეტის მინიჭებას ითხოვდა. სენატის დაზვერვის კომიტეტმა იმუნიტეტზე მას უარი უთხრა.
ამერიკულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






