პრინცი ჰარი და მერგან მარკლი ნიშნობის გამოცხადების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ.
ისინი, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეზე, შიდსის ვირუსის მქონე ადამიანთა მხარდამჭერ ორგანიზაციას ესტუმრნენ, რომელსაც პრინცი ჰარი დიდ დახმარებას უწევს, ისევე როგორც დედამისი, პრინცესა დაიანა ეხმარებოდა.
პრინცი ჰარისა და მეგანის სანახავად ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა. სამეფო ოჯახის მომავალ წევრს ყვავილებიც მიართვეს.










მიმდინარე წლის 27 ნოემბერს კი სამეფო ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ ჰარი და მეგანი დაინიშნენ და ქორწილი გაზაფხულზე გაიმართება.
ცნობილი გახდა ისიც, რომ მეგანმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, კონკრეტულად, მან დატოვა სერიალი Suits-ი, რომლის წყალობითაც მოიპოვა პოპულარობა. სამეფო ქორწილამდე მეგანს სარწმუნოებისა და მოქალაქეობის შეცვლა მოუწევს.
ბრიტანეთის სამეფო პროტოკოლის თანახმად, ქალი , რომელსაც „სამეფო სისხლი“ არ აქვს, პრინცესა გახდება. შესაბამისად, მას პრინცესა მეგანს არ დაუძახებენ, ისევე როგორც პრინცი უილიამის მეუღლეს, ჰერცოგინია ქეით მიდლტონს.
პრინცი ჰარისა და მეგანის რომანის შესახებ ცნობილი 2016 წლის ოქტომბერში გახდა.
პრინცი ჰარის ახალი რჩეულის ვინაობის გაგებისთანავე, ტაბლოიდები მსახიობის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალზე წერდნენ. დაიწერა ისიც, რომ მეგანის ფერადკანიანი დედის გამო, სამეფო ოჯახი მას არ მიიღებდა.
ამ ფაქტის შემდეგ სამეფო ოჯახმა წერილი გამოაქვეყნა და პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანი ოფიციალურად დაადასტურა.
მასალის გამოყენების პირობები






