მომღერალმა პირად ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა „ბილბორდთან“ ინტერვიუში.
სელენა და ჯასტინ ბიბერი ერთმანეთს ოთხი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, თუმცა ერთმანეთს ხშირად შორდებოდნენ. 2016 წელს კი ცნობილი გახდა, რომ სელენა კანადელ მომღერალს აბელს იგივე The Weeknd -ს ხვდებოდა. თუმცა, მიმდინარე წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ სელენა და აბელი დაშორდნენ, მალევე სელენა და ჯასტინი ერთად დააფიქსირეს.
„ბილბორდთან“ ინტერვიუში, სელენამ განაცხადა, რომ მან და აბელმა რომანი დაასრულეს, თუმცა, საუკეთესო მეგობრებად დარჩნენ და ერთმანეთზე ზრუნვას განაგრძობენ.
რაც შეეხება მის ცხოვრებასი ჯასტინ ბიბერის დაბრუნებას, მომღერალმა განაცხადა:
„მე 25-ის ვარ . აღარა 18-ის, 19-ის ან 20-ის. ვაფასებ ადამიანებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაზე ნამდვილად მოახდინეს გავლენა . შესაძლოა, ადრე ყველაფერი სხვაგვარად იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მათზე ზრუნვა აღარ მინდა.”
მასალის გამოყენების პირობები






