პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის საქორწილო ცერემონია 19 მაისს უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის ტაძარში შუადღის 12:00 საათზე დაიწყება.
წყვილს ჯვარს კენტერბერის არქიეპისკოპოსი დაწერს. შემდეგ კი სამეფო წყვილი ტაძარს ეტლით დატოვებს და ქალაქის ქუჩებში გაისეირნებს, რის შემდეგაც სასახლეში დაგეგმილ მიღებაზე დაბრუნდებიან.
სამეფო ქორწილამდე მეგანს სარწმუნოებისა და მოქალაქეობის შეცვლა მოუწევს. ის კათოლიკეა, ქორწილამდე კი ანგლიკანური წესით მოინათლება. ხოლო იმისათვის, რომ ოჯახის სრულუფლებიანი წევრიც გახდეს, მარკლი ბრიტანეთის მოქალაქეობას მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, შეუნარჩუნდება თუ არა მას ამერიკის მოქალაქეობა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს კი სამეფო ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ 33 წლის ჰარი და 36 წლის მეგანი დაინიშნენ და ქორწილი გაზაფხულზე გაიმართება. სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს, ვინდსორის სასახლეში შედგება.
ცნობილი გახდა ისიც, რომ მეგანმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, კონკრეტულად, მან დატოვა სერიალი Suits-ი, რომლის წყალობითაც მოიპოვა პოპულარობა. სამეფო ქორწილამდე მეგანს სარწმუნოებისა და მოქალაქეობის შეცვლა მოუწევს. გააუქმა ფეისბუკის, თვითერისა და ინსტაგრამის ექაუნთები გააუქმა.
ბრიტანეთის სამეფო პროტოკოლის თანახმად, ქალი , რომელსაც „სამეფო სისხლი“ არ აქვს, პრინცესა გახდება. შესაბამისად, მას პრინცესა მეგანს არ დაუძახებენ, ისევე როგორც პრინცი უილიამის მეუღლეს, ჰერცოგინია ქეით მიდლტონს.
პრინცი ჰარისა და მეგანის რომანის შესახებ ცნობილი 2016 წლის ოქტომბერში გახდა.
პრინცი ჰარის ახალი რჩეულის ვინაობის გაგებისთანავე, ტაბლოიდები მსახიობის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალზე წერდნენ. დაიწერა ისიც, რომ მეგანის ფერადკანიანი დედის გამო, სამეფო ოჯახი მას არ მიიღებდა.
ამ ფაქტის შემდეგ სამეფო ოჯახმა წერილი გამოაქვეყნა და პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანი ოფიციალურად დაადასტურა.
მასალის გამოყენების პირობები






