ჯეი ზიმ NYT-თან გულწრფელ ინტერვიუში აღიარა, რომ ბიონსეს უღალატა
ეს საინტერესოა - 18:13, 30 Nov, 2017     5539

JAY-Z-მ ცოლთან ღალატის შესახებ პირველად ისაუბრა .

The New York Times-თან გულწრფელ ინტერვიუში, მომღერალმა აღიარა, რომ ბიონსეს უღალატა. მისი თქმით, ბავშვობაში გადატანილი მოვლენების გამო, მან კედლები აღმართა უახლოეს ადამიანთან, რწმენა დაკარგა და უღალატა.

ჯეი ზიმ ისიც აღიარა, რომ მათ ბოლო ალბომებში მინიშნებები ღალატზე, სიმართლე იყო.

ჯეი ზის თქმით, მათ ალბომების ჩაწერა ერთმანეთისთვის არ შეუთანხმებიათ, თუმცა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ერთმანეთს აზრზს ეკითხებოდნენ და თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობდნენ.

გასულ წელს ბიონსემ ალბომი „Lemonade“ გამოუშვა. მასში შესული სიმღერები იმდენად გულწრფელი ტექსტებით იყო, დიდხანს გახილვის თემად დარჩა. ბიონსე სიმღერებში პოლიტიკურ და სოციალურ თემებთან ერთად, მეუღლის ღალატსაც შეეხო.

მიმდინარე წლის ივლისში, ჯეი ზიმ ახალი ალბომი „44:4“ გამოუშვა, რომელიც თავყვანისმცემლებმა ბიონსეს ალბომის პასუხად აღიქვეს. ბულვარული გამოცემები წერდნენ, რომ ჯეი ზი ახალი ნამუშევრით ღალატისთვის ბიონსეს ბოდიშს უხდის.

მომღერალმა განაცხადა, რომ ისინი განქორწინების ზღვარზე იყვნენ, თუმცა როცა საკუთარ თავებს ჩაუღრმავდნენ, მიხვდნენ, რომ ამის გადალახვას შეძლებდნენ.

„ყველაზე მძიმეა, როდესაც შენგან გამოწვეულ ტკივილს სხვის სახეზე ხედავ და ამის შემდეგ საკუთარ თავთან შეგუება გიწევს. უნდა გადარჩე.

ბევრ ადამიანს არ სურს ამის გაკეთება, საკუთარ თავში ჩაღრმავება.

და როცა ისინი ამას არ აკეთებენ, მაშინ ერთმანეთს ტოვებენ“ - დასძინა ჯეი ზიმ.

შეგახსენებთ, 2017 წლის 18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ბიონსე და ჯეიზი ტყუპების მშობლები გახდნენ.

ბიონსესა და ჯეი ზის კიდევ ერთი ქალიშვილი , ბლუ ივი ჰყავთ, რომელიც 2012 წელს გაჩნდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42