სერიალ „ვიკინგების“ მაყურებლებისთვის კარგი სიახლე გვაქვს - სერიალის მე-5 სეზონის პირველი სერია გამოვიდა და მისი ნახვა უკვე შეგიძლიათ!
ნუ გეშინიათ, დასპოილერებას არ ვაპირებთ, ჯერ ჩვენც ვერ მოვახერხეთ ნახვა.
ახალი სეზონი კი რაგნარის მკვლელობისთვის მისი შვილების შურისძიებას გვიქადის. აივარის ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, ბიჭმა დიდი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო.
ოთხი სეზონის განმავლობაში მებრძოლი, უშიშარი მეფე რაგნარის სიცოცხლე, მეოთხე სეზონის მე-15 სერიაში დასრულდა.
მას შემდეგ რაც რაგნარი მის ერთ-ერთ ვაჟთან აივართან ერთად ვესექსში, მეფე ეკბერტზე შურის საძიებლად დაბრუნდა, ცნობილი გახდა, რომ შურისძიებას საკუთარი სიკვდილით გეგმავდა. რაგნარის სიკვდილით დასჯის შემზარავი ეპიზოდი, ალბათ, ყველას ვახსოვს, თუმცა ის სიკვდილს უსიტყვოდ შეხვდა, ისე როგორც ვალჰალაში გასამგზავრებლად ემზადებიან ვიკინგები. აივარი კატეგატში უსაფრთხოდ დაბრუნდა, მამის სიკვდილის ცნობაც ჩაიტანა და ძმები მამის მკვლელობისთვის შურისაძიებლად გაერთიანდნენ. თუმცა, ბოლო სერიაში, აიავარმა ერთ-ერთი ძმა ზიგარდი მოკლა.
მაშ ასე, მოემზადეთ, წინ საინტერესო სერია სეზონი გველის.
მასალის გამოყენების პირობები






