სოსო პავლიაშვილმა ინტერვიუ "კვირის პალიტრას" მისცა. "ნიუპოსტი" გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:
"- ქართული ტელეარხები საერთოდ არა მაქვს… საქართველოს სჭირდება რუსეთი, თორემ რუსებს ნაკლებად ვჭირდებით. ჯერ ერთი, საქართველოს რუსეთის ბაზარი სჭირდება. მეორეც, ერთმორწმუნე ერები ვართ და ამ ორ ქვეყანას შორის შუღლი მიუღებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთიდან ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ფულადი გზავნილია.
ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, დაიღუპებოდა საქართველო! ამ დაძაბული ურთიერთობით რა მოვიგეთ, საჯდომში გათხრილი ცოცხები? ისევ ქართველები დავერიეთ ერთმანეთს. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვამბობდი, ცოცხებით მოგვხვეტენ-მეთქი და სამწუხაროდ, კიდეც ახდა… წლებია გავიძახი, ნუ აგინებთ რუსებს, გავა წლები და მოკუნტულებს მოგვიწევს მოსვლა ბოდიშის მოსახდელად-მეთქი და… როცა ამას ვამბობდი, ეგ მოღალატე რუსეთშია და ჭკუას ნუ გვასწავლისო… კი ბატონო, ხმასაც აღარ ვიღებდი…
- როგორ შეაფასებთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს?
- რუსეთმა ყველაფერი მიიღო, რაც უნდოდა. არ ვიცი, წინასწარ იყო გათვლილი, რომ ტერიტორია უნდა დაეკარგათ და მერე რუსებისთვის დაებრალებინათ, ან რაღაც შიზოიდურ ქმედებასთან გვქონდა საქმე, ან შეიძლება პროვოცირებაც იყო… არ ვიცი, ამერიკელებმა გააგიჟეს თუ ვინ, მაგრამ ფაქტია, სიგიჟესთან გვქონდა საქმე. მის ადგილზე ტყვიას დავიხლიდი შუბლში ან ბერად წავიდოდი!
- ვის გულისხმობთ?
- სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას!"
გაზეთი "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






