მანუფაქტურების დრო დამთავრდა. მარტო ჩვენი ჭოპორტის პამიდვრით ქვეყანას ვერ ავაშენებთ
პოზიცია - 21:43, 12 Jul, 2013     1706


ამ რთულ გზაზე, ეკონომიკურ გამოწვევებთან ერთად, დიდი გამოწვევებია განათლების სფეროში. ახალ მსოფლიოში ჩვენი ბავშვების კონკურენტები არიან ამერიკელი, ჩინელი, ინდოელი ბავშვები. ინგლისური ენა უმნიშვნელოვანესი რესურსია, რაც დაეხმარება ჩვენს შვილებს, კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნების ახალგაზრდებს. ყველა ადეკვატური ადამიანი ხვდება, რომ თვითდაკმაყოფილებაზე მყოფი ქვეყნების არსებობა 21-ე საუკუნეში შეუძლებელია. მთელ მსოფლიოში საწარმოები ვითარდება ჰორიზონტალურად და არა ვერტიკალურად. მანუფაქტურების დრო დიდი ხანია რაც დასრულდა და ჩვენ მხოლოდ ჭოპორტის პამიდვრით საქართველოს ვერ დავაკმაყოფილებთ.



ინგლისური ენის ცონდა ჩვენს ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, იმუშაონ თვითგანათლებაზე. ძალიან მარტივი მაგალითი, ავიღოთ ვიკიპედია: თეორიაში 100% მასალიდან ქართულად განთავსებულია 20%, რუსულად - 50%, ინგლისურად - 99%. საუკეთესო სახელმძღვანელოები ახლა ინგლისურად გამოდის. მილიარდიანი ჩინეთიც კი ფორსირებულად სწავლობს ინგლისურს. ჩვენთან კი არ წყდება დებატები, თუ რომელი უფრო მნიშვნელოვანია ინგლისური თუ რუსული ენა. მე არ ვკამათობ იმაზე, რომ კარგია, ჩვენმა შვილებმა იცოდნენ რუსული, რადგან ის ჩვენი მოუსვენარი მეზობლის სახელმწიფო ენაა, მაგრამ ვთვლი, რომ ინგლისური ენა პრიორიტეტულია. ამიტომ შემოვიღეთ სკოლებში ინგლისური ენის სწავლება 1-ლი კლასიდან 2 წლის წინ. გაიხსენეთ ამ პროექტის რამდენი მარგინალური კრიტიკა იყო. ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ ბავშვები ვერ ისწავლიდნენ უცხო ენას 1-ლი კლასიდან. სასაცილოა, რომ ამას ის ხალხი ამბობდა, რომელიც საბჭოთა კავშირში რუსულ ენას 1-ლი კლასიდან სწავლობდა.



საერთოდ, ინგლისური ენის პროგრამასთან დაკავშირებით მე სამ პრეტენზიას მიყენებდნენ:



რატომ ვასწავლით ინგლისურს პირველი კლასიდან ?


რატომ ჩამოვიყვანეთ ამერიკელი და ევროპელი მასწავლებლები ?


რატომ შემოვიტანეთ სკოლებში დიდი ბრიტანეთის ინგლისური ენის სახელმძღვანელოები ?



პირველ ბრალდებას დრომ უკვე გასცა საკადრისი პასუხი. ორი წელია, რაც ბავშვები ენას პირველი კლასიდან სწავლობენ და ბრწყინვალედ ართმევენ ამას თავს.



რაც შეეხება პროგრამას "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" (TLG), ანუ ამერიკელი, კანადელი, ავსტრალიელი და ევროპელი მასწავლებლების ჩამოყვანას, ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. ჩვენ არ გამოგვიგონია ველოსიპედი. ასეთივე პროგრამები ხორციელდებოდა და ხორციელდება იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ჩეხეთში და ასე შემდეგ. ზოგი კრიტიკოსი ამბობდა, რომ ჩამოსულებს პედაგოგიური განათლება არ ჰქონდათ. ეს სასაცილო ბრალდებაა, რადგან უკვე 10 წელია საქართველოში, ისევე როგორც ნორმალურ დასავლურ ქვეყნებში არ არის საჭირო დაამთავრო ე.წ. პედაგოგიური ფაკულტეტი, რომ გახდე მასწავლებელი. ეს მარგინალი კრიტიკოსები საქართველოსაც ჩამორჩნენ 10 წლით, მსოფლიოზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი. ამ პროექტის ამოცანა იყო, რომ ჩამოგვეყვანა ხალხი, რომლისთვისაც ინგლისური ენა მშობლიური იყო, რათა ჩვენს მასწავლებლებთან ერთად, უკეთესად ესწავლებინათ ინგლისური ბავშვებისათვის და მასწავლებლებსაც ჰქონოდათ პრაქტიკა და შესაძლებლობა, გაეუმჯობესებინათ საკუთარი ცოდნა. ათასობით უცხოელი მასწავლებელი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ჩვენს სკოლებში. ყველას, ვისაც ამ პროექტის კრიტიკა სურს, ვურჩევ, ბავშვებს დაელაპარაკონ და წაიკითხონ მათი წერილები, რომელთაც წასულ მასწავლებლებს უწერდნენ. ახლა ქვეყანაში სულ 100-მდე ამ პროგრამის მონაწილე დარჩა და როგორც ვხედავ, ეს პროგრამაც ისე მოკვდება, როგორც მრავალი სხვა.



ეს პროგრამა, ჩემი აზრით, ყველაზე რთული ლოჯისტიკური თვალსაზრისით იყო, რადგან ითვალსიწინებდა ათასობით ადამიანის ჩამოყვანას, დაბინავებას და ტრენინგს. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს განსხვავებული მენტალიტეტი და პრობლემები ჰქონდათ. მაგრამ აქაც, TLG-ის გუნდმა გააკეთა შეუძლებელი. არამარტო ნოლიდან ააწყო პროგრამა, არამედ ის ისე განახორციელა, რომ მსოფლიოში სამაგალითო გახდა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ, რომ ამ ახალგაზრდა გოგონებისგან მენეჯმენტი ესწავლათ. ჩვენი ოპონენეტები იმაზეც ბევრს საუბრობენ, რომ პროგრამა მხოლოდ იმიტომ იყო წარმატებული, რომ ამერიკის საელჩო გვეხმარებოდა. ეს სიცრუეა, არავინ გვეხმარებოდა. ყველაფერი ჩვენს მიერ გაკეთდა და მთლიანად იყო ამ პროექტის ხელმძღვანელის დამსახურება.



რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, ქართველი ავტორების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ მჯერა, რომ მათ შეუძლიათ უკეთ დაწერონ ინგლისური ენის სახელმძღვანელო, ვიდრე თავად ინგლისელ ავტორებს. ისევე, როგორც ინგლისელი ვერ დაწერს ქართული ენის სახელმძღვანელოს. 2011 წელს კვლევის შედეგად, დავინახეთ დიდი პრობლემა. პირველი - ამერიკელი მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ჩვენთან არსებული ინგლისური ენის სახელმძღვანელოები, მეთოდოლოგიის მხრივ, ძალიან მოძველებული იყო და ზოგ შემთხვევაში, საერთოდ უვარგისი. მეორე - 4000 ინგლისური ენის მასწავლებელთაგან, დაახლოებით ათასმა ინგლისური ენა არ იცოდა და იცავდა არსებულ სახელმძღვანელოებს, რადგან იქ ქართულად დაწერილი ტრასკრიფციები იყო.



ინგლისური ენის შესწავლაზე დიდ ბრიტანეთში მუშაობენ უზარმაზარი კვლევითი ინსტიტუტები. ენის სწავლების მეთოდოლოგია ყოველწლიურად უმჯობესდება. ჩვენ სკოლებში კი 60-იანი წლების მეთოდიკით ასწავლიდნენ. ჩვენი შვილები ახალი მეთოდოლოგიით სწავლობენ ინგლისურ ენას ბევრად სწრაფად და ადვილად, ვიდრე ჩვენ ვსწავლობდით.



მე კარგად მახსოვს, რამდენი შრომა და ენერგია დაგვჭრიდა, რომ დაგვერწმუნებინა ინგლისელი გამომცემლობები შემოსულიყვნენ საქართველოში. ჩვენს პირველ შეხვედრაზე პირდაპირ მითხრეს, რომ ისინი მუშაობდნენ ჩინეთში, რუსეთსა და სერბეთში, ანუ მილიარდიან ბაზარზე და ჩვენი 580 000 მოსწავლე არის ზღვაში წვეთი და კომერციულად ნაკლებმომგებიანი პროექტი. მაგრამ ერთი წლის მუშაობის შედეგად, ჩვენ დავარწმუნეთ ბრიტანელები, რომ ეს პროექტი უფრო მეტია, ვიდრე ბიზნესი, ის ეფუძნება საერთო ფასეულობებს და ჩვენი ქვეყნის სურვილს, გახდეს ევროპის ნაწილი. Macmillan-მა არამარტო 2-ჯერ დაწია ფასი საქართველოსთვის, არამედ ჩადო თავისი რამდენიმე მილიონი ფუნტი მასწავლებლების გადამზადებაში.



სამწუხაროდ, უკვე გაუქმებულია ჩემი ბრძანება, რომ უნივერსიტეტებში სავალდებულო ყოფილიყო ინგლისური ენის B2 დონეზე სწავლა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გარანტია იმისა, რომ განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტები გააუმჯობესებდნენ ინგლისური ენის სწავლების დონეს. საუბარია, აგრეთვე, სახელმძღვანელოების შეცვლასა და ქართველი ავტორების დაბრუნებაზე. TLG-ის პროგრამა შემცირდა 95%-ით. ეს ყველაფერი საფრთხეს ქმნის, რომ გლობალიზაციის პირობებში, ჩვენი ერთდაერთი გამოსავალი კვლავ რუსეთი გახდება...

 



დიმიტრი შაშკინი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42