უკრაინის საპრეზიდენტო რეიტინგში "ოკეან ელზის" სოლისტი მე-2 ადგილს იკავებს
მსოფლიო - 16:15, 30 Nov, 2017     2296
ცენტრ SOCIS-ის ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც ოქტომბერში ჩატარდა, გამოკითხულთა 14.8% პრეზიდენტად როკ-ჯგუფ „ოკეან ელზის“ სოლისტს სვიატოსლავ ვაკარჩუკს აირჩევდა. ვაკარჩუკი ამ შედეგით მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უსწრებს, რომელსაც გამოკითხულთა 16.9% უჭერს მხარს. მესამე ადგილზეა „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო 13,5%-ით, მეოთხეზე რადიკალური პარტიის ხელმძღვანელი ოლეგ ლიაშკო 9.5%, მეხუთე ადგილს კი „სამოქალაქო პოზიციის“ ლიდერი ანატოლი გრიცენკო 9.3%.

გამოკითხვა 5-11 ოქტომბრის შუალედში ჩატარდა. სრულწლოვანი მოსახლეობის პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, სულ გამოკითხული იქნა 2000 რესპოდენტი.

შეგახსენებთ, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წლის 31 მარტს ჩატარდება.

სვიატოსლავ ვაარჩუკი 42 წლისაა. მას დამთავრებული აქვს ლვოვის უნივერსიტეტის ფიზიკის და საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტები. ფიზიკის დარგში დაცული აქვს დისერტაცია. 2015 წელს გახდა იელის უნივერსიტეტის მსოფლიო სასტიპენდიო პროგრამის მონაწილე, რომელიც მიმართულია ახალი მსოფლიო ლიდერების ქსელის შექმნასა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე. აქტიურად მონაწილეობდა ნარინჯისფერ რევოლუციასა და მაიდნის მოვლენებში. 2017 წლიდან მასზე , როგორც უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატზე აქტიურად ალაპარაკდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42